ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
22 მაისი, 2016


შენ...

’’შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი,
ხელიდან ხელში წავა ფარულად“.


იოსებ გრიშაშვილი




’’შენ გაირყვნები“... სოსოს სიტყვებით...
ხასა გახდები დამპალ კაცების,
მაგრამ სიწმინდის გზას თუ მიჰყვები,
რა ბედენაა შიში დაცემის.

შენ გეყოლება კეთილი ქმარი,
გულის მოხდება გულთან მიტანა,
თუ ორფეოსმა დაუკრა ქნარი,
ის ააჟღერებს შენთვის გიტარას.

და როცა წასვლის დადგება ჟამი,
მზე დიდებული ჩაესვენება,
გაგიხსენებენ სუფრაზე ჯამით,
ნაღდი იქნება ეს გახსენება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები