ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
18 მაისი, 2016


გიყვარს მატერია

ვაშლის ტოტები მილამაზებს ისევ შუადღეს,
დღეა პირველი უღიმღამო თანაც მარტივი,
ტანში ვიგრძენი ბოლო ტოტი როგორ მოაჭრეს,
და მეც დავეცი იმ ბუდეში მჯდომი ბარტყივით.

დღეა მეორე ჩვენს ლოგინში ვზივართ ორთავე,
ჯიუტ თერმომეთრს დავეღალეთ უკვე ლოდინში,
შენ ელოდები ჩემს სარეცელს როდის მორთავენ,
მე კი ვფიქრობდი სიკვდილამდე მეთქვა ბოდიში.

მადამ დაბრძანდით სარკიდანვე ვხედავ სილუეტს,
დღეა მესამე მეტასტაზა მკერდის არეში,
და მე სიკვდილზე უფრო მეტად იმედს მიცრუებს,
ის რომ შენ უფრო მომაკვდავის როლზე დაეშვი.

დღეა მეოთხე დამეხმაროს იქნებ მხატვრობა,
ისე დაგხატე ბავშვობაში როგორც ფერებში,
დავჯექი რაღაც უცნაურად მინდა დათრობა,
მერე კი წადი სიყალბე ხარ წადი შემეშვი.

ახლა ვეწევი გადამალულს ბოლო უჯრიდან,
მეხუთე დღეა უსიკვდილო რაღაცნაერი,
მე კიარ ვკვდები ეს სიკვდილი იმას უდრიდა,
თითქოს მოგიკვდა ყველაფერი გარდა ჰაერის.

დღეა მეექვსე ბოლო დღეა ვურეკავთ ჩემებს,
ანდერძს იხსენებ რა მეწერა ბოლო დანართში,
მე ჯამრთელი ვარ ეს უბრალოდ ამოვიჩემე,
მე ცოცხალი ვარ,
და დღეიდან შენ ვერ გადარჩი.

შოთა გამგონეიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები