ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 მაისი, 2016


ჩემი გუნება - ბუნება ჩემი.

ჩუ.
ქალაქი.
ფერები მეფერებიან.
ავფრინდით.
ზედხედი.
სახლები - მწვანე, ყვითელი და წითელი ფოთლებივით სახურავებით.
სიჩუმე.
დედამიწამ როქი გააკეთა - დაღამდა..
ცაზე მთვარეა მორიგე,
სიცივე.
ხელის კანკალით და ,,გულის უფსკრულში ჩაფრენლი სევდიანი თუმცა ამავდროლად ფანტასტიკურად ბედნიერი ჩიტის მაგვარი სიხარულით'' , 10 წამით ვძვრებით რძისფერ ბოთლში და ჰაერს ვწვოვთ ჩიტის რძესავით და ამოვდივართ ახლად მონათლული მონატრებული ბავშვური გულწრფელი სიმართლით.
თუმცა....................
მიწაზე დავეშვით.
ჩუ.
ქალაქი.
. მე და ფერები ერმანეთს ვეკაიფებით.
შუქნიშანი – მწვანე, ყვითელი და წითელი ფოთლებივით ნათურებით. და უცბად -
- დილემა - ჩიხში ვართ ხაფანგში გაჩხერილი ,,გაჩხერილი თაგვივით'' გაჩხერილები.
გვინდა რომ მოვიხსნათ ღვედები და ავფრინდეთ უფრო სუფთად, უფრო მაღლა უფრო სწრაფად სხვა პლანეტაზე სხვა გლაქტიკაში. მაგრამ შავი რობოტები ლურჯწითელი შუქურით და ბინძური თითების ქნევით ჩვენს თბილ, კეთილ აურას ებრძვიან.
დიახ მეგობარო სამწუხაროდ.
ჩვენ ჩვენს ქალაქში ჩიხში ვართ ჩვენს ქალაქში ქაოსია..
ჩვენს ქალაქში თავისუფლება ისე დაცხრლეს როგორც 96 ში 2 pac- ი მანქანაში. თავისუფლება მოკვდა - ქალაქი ადეთქდა...
EXIT (ან უბრალოდ გამოსავალი)
შავთეთრ ოთახში დაკიდებულ შავთეთრ ჩარჩოში გაჩხერილი ნახატის კადრი - (ნახატში იგივე ოთახი ხატია სადაც თავად ნახატია) - ,,შავთეთრ ოთახში დაკიდებულ ნახატში ღიაა ფანჯარიდან ჩანს თუ როგორი ვარდისფერია ზეცა როცა გულთბლი მზე ჩადის და გულნატკენი ჩიტები ჟღურტულით დაფრინავენ ზეცაში''.
დიახ, ჩიტები ცაზე ღურტულით დაცურავენ,
ხანდახან ჩვენც...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები