ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიაზი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2016


ღრმა ბავშობის, ლექსები.

***
დღეს ისევ ჩემთვის  მივყვეი ნიავს
და ჩემი გრძნობები, მას ჩუმად მიაქვს,
ღამის კოშმარს მინათებს მთვარე
მითხარი რატომ ვერ შემიყვარე?

გზას ავუყვები სახლები ბნელია
მინდა დაგივიწყო, ძალიან ძნელია
ეს სიყვარული არ გამნელებია
მე შენ მიყვარხარ! უკვე წლებია... 

***

დღეს შენს ძებნაში რამდენი ვიარე,
და ახლა მივხვდი დავაგვიანე!
ამით დასრულდა, ჩემს გულში გრძნობა
და მე დავკარგე, შენდამი ნდობა...

***

ცელქი ქარი მიაქროლებს ფოთოლს
და ამ ღამეს ძველებურად მოთოვს

ეს წვეთები მისველებენ ტუჩებს,
მალე თოვლი, გადაფარავს ქუჩებს

გუმბათიდან რომ გადმომცქერს ჯვარი,
მოწყენილა, განაბულა, მტკვარი

აღარსად სჩანს შემოდგომის სიო,
დრომ შეცვალა, ჩემი, თბილისიო

***
აჩრდილი

ეს სიტყვები შენ გახსოვდეს!
მე არ მოვალ, არასოდეს
სწრაფი ქარი შორით ჰქროდეს,
გარეთ ისევ თეთრად თოვდეს,
ღამე, ლამაზ ღრუბელს ქსოვდეს,
ჩემზე ფიქრი არსებობდეს.
სული სიმშვიდეს კვლავ ჰპოვდეს,
დანარჩენი უნდა მოკვდეს.
წლები, არ უნდა გარბოდეს,
სიყვარული გრძელდებოდეს, 
გული მისთვის ბობოქრობდეს, 
არ ქრებოდეს, კვალავ ომობდეს,
ეს სიტყვები შენ გახსოვდეს!
რომ არ მოვალ არასოდეს...

***
თეთრმა თოვლმა და სიცივემ, გაათეთრა არე-მარე
შენ კი ჩემი გულის ტკენა, ნუთუ კიდევ არ იკმარე?!
გზები თვალუწვდენელია, რომ დაფარა ბნელმა ნისლმა,
მე კი ამ გზას გავუყევი და შენი ხმაც შემოისმა.

***

ჩემო მთვარე, ჩემო მთვარე
სულ სხვა ვინმეს მიგამგვანე
ვინც მე ზურგი შემაქცია,
მე კი გულით შევიყვარე.
ამ სიყვარულს ახსნა არ აქვს,
მე კი გულით, ჩუმად დამაქვს,
ჩემო მთვარე, ჩემო მთვარე
სულ სხვა ვინმეს, მიგამგვანე.

2006 -2007 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები