ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
12 იანვარი, 2009


და ცა დასჯილი უამინდობით...

და ცა დასჯილი უამინდობით,
დაღვრემილია მგლოვარ ქალივით,
და შენი სახე ამ სიმუქეში
ჩანს უნატიფეს თეთრ ოვალივით.
სატანჯველია  არ ვიცი ხატვა,
ვეძებო ფერი შენი სხეულის,
იქ ქერუბიმთა ლამაზ დასიდან
აქ, ამ მიწაზე გამოქცეულის.
მე ვნახე შენი პატარა ბინა,
იდუმალების თავსასთუმალი,
კედელზე ხატი დედაღვთისმშობლის,
და ზმანებაში ფრესკა უფალის.
აპოკალიფსი... რყევა... კივილი...
მე სიკვდილივით დამივლის როცა,
მდუმარ ბაგიდან შენი სულისთვის
მორწმუნესავით დამცდება ლოცვა...
                                                    1984წელი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები