ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმ ური
ჟანრი: პოეზია
21 მაისი, 2016


ვარდისფერი

ერთი გოგო მიყვარდა ადრე...
ვისხედით  სკვერში და
ოცნებებს ვუთვლიდით ერთმანეთს
თავი გამუდმებით ჩემს მხარზე ედო,
ჰორიზონტს გავყურებდით...

სადღაც იქ იწვა ბედნიერება
ჩამავალი მზისგან ვარდისფრად
შეფაკლულ ზოლზე...

ერთი გოგო მიყვარდა ადრე...
მერე მოვიდნენ და
ჩვენს სკვერში ნაძვები გაკაფეს
უნაძვო სკვერში წვიმამ
ჩვენი სკამიც დააზიანა...

ერთი გოგო მიყვარდა ადრე...
მისი თმები მიყვარდა,
ჩემი ხელი მიყვარდა
მის თმებში...
ეხლაც მჯერა სადღაც იქ წევს ბედნიერება
ვარდისფრად შფაკლულ ზოლზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები