ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2016


ნა-მე-გობ-რალს

მომერია ნაღველი და მომერია ჯანყი და...
რა ვქნა! თურმე მეგობარმა ორშაურად გამყიდა.

მეგობარო, გულში მეჯექ, ჯდომის დაგრთე ნება და
მოგაბარე, რაც უთქმელი, საიდუმლო მებადა.

მოუხმობდი ჩუმად  მუშტარს - ,,მოდი, აქეთ! აქეთო!''
ეგრე მუქთად რომ გამეცი, ფასი მაინც დაგედო!

რა ხეირი უნდა ნახო ემაგ ვერაგობიდან,
ჩვენ პურს უკვე ვეღარ შევჭამთ ერთად ვერა გობიდან.

გაცემულიც ოქროსი ვარ, ვღირვარ განა შაური,
სხვა რა გითხრა: - გეპატიოს, ბრიყვო, დანაშაული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები