ნაწარმოებები


დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2016


რა მოგილოცოთ

დღეს ისე მტკივა, როგორც არასდროს,
გულდაკოდილი ჩემი მამული
და ამიტომაც გთხოვთ მომიტევოთ,
ვერმოლოცილი დღესასწაული..

როგორც არასდროს ისე მაწამებს
დღეს აფხაზეთის ქართული მიწა
და არასოდეს აზვირთებულა
ასე ზღვასავით ჩემს გულში რიწა!

რა მოგილოცოთ, სამაჩაბლოში
როცა დაკარგულ საფლავებს ვტირით
და წინაპრების ნაგებ მონასტრებს
დღესაც მტარვალი გვიღებავს კირით!

რა მიხაროდეს, დღეს უფრო მტკივა
ნაალაჰარი ქართული ოშკი.
ნიკოფსიიდან დარუბანდამდის
ვერაღდგენილი დიდების კოშკი!

რა მოგილოცოთ, ჩვენივე ხელით
გასხვისებული ლორე თუ კახი,
თუ სარეველა ზედგადავლილი
ქართული ჯიშის  წმინდა ვენახი?!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები