დრო უსათუოდ ნელ-ნელა გვიყოფს; ჩვენგან აკეთებს წლებია თექას, შენ ჩემი უნდა გახდე და იყო და ჩემი უნდა იყო და გერქვას!
ლექსები ახლა შორიდან მომაქვს, (სიშორე საშიშს გაგონებს შენ ტყეს) და შენთვის-წყალში ჩაყრილი შრომა, იმედს გიცრუებს და კითხვას შეწყვეტ.
არეულ ფურცლებს ლექსების შიგნით, აღიქვამ როგორც წარსულის გიდებს და ასე თითქმის ვერ სავსე წიგნი, ოცნებით სავსე თაროზე გიდევს.
ოთახში ვრჩები ქარი კი ქარობს და ამ დროს სევდა ეტყობა სახეს, ჩემთვის ბავშვო და სხვებისთვის ქალო, ქარი შენს წიგნებს ქარივით დახევს!
გარეთ ეზოში ათასჯერ მწვანედ, ნამყოფი ხე დგას.და გვერდით ჭები ავსებენ ეზოს.საათის წამებს ვაკლდები მე და ოთახში ვრჩები
ვრჩები და ვიცი ძველებურ ეზოს, აკლდება ერთ დროს მოვლილი ველი და ვფიქრობ ესეც იქნება მეყოს და თან ამასაც ვერაფრით ვშველი!
და დგება ისევ თეთრი სეზონი, ეზოს ბუნებაც აყვება ებანს და ჭების გვერდზე ის ხეც მემგონი, ქარის ჩანაფიქრ ამბებზე ყვება!
ოთახში ქარი, საგნები მე და, ოთახის ჩუმი სიჩუმის ხმები, გარეთ ჭის გვერდით ის ხე რომ ხმება, მეც სწორედ მაშინ უღმერთოდ ვხმები!
გარეთ კი თეთრი შავ ლაქებს ხოცავს, მტვრევადი წყალით ივსება ჭები, მე რა ხანია შევწყვიტე ლოცვა და შენი ლოცვის იმედად ვრჩები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ლექსი მოცულობით დიდია! ვფიქრობ, ასეთ დროს, ყოველი სტროფში რაღაც განსაკუთრებული მხატვრული სახე ან იდეა უნა იდოს, რომ კიტხვა არ მოგბეზრდეს.
ისე, ცუდია-მეთქვი ვერ ვიტყვი, უბრალოდ კარგიც არაა, ჩემი აზრით :) ლექსი მოცულობით დიდია! ვფიქრობ, ასეთ დროს, ყოველი სტროფში რაღაც განსაკუთრებული მხატვრული სახე ან იდეა უნა იდოს, რომ კიტხვა არ მოგბეზრდეს.
ისე, ცუდია-მეთქვი ვერ ვიტყვი, უბრალოდ კარგიც არაა, ჩემი აზრით :)
4. მე რა ხანია შევწყვიტე ლოცვა და შენი ლოცვის იმედად ვრჩები. მე რა ხანია შევწყვიტე ლოცვა და შენი ლოცვის იმედად ვრჩები.
3. მომეწონა ლექსი, მაგრამ ბევრი "ქარია", მგონი. :) "ვერსავსე" - ერთად.
მომეწონა ლექსი, მაგრამ ბევრი "ქარია", მგონი. :) "ვერსავსე" - ერთად.
2. ალაგ-ალაგ როგორი ხისტი გამოთქმები გაქვთ, საერთო ჯამში მომეწონა.
"გარეთ კი თეთრი შავ ლაქებს ხოცავს, მტვრევადი წყალით ივსება ჭები, მე რა ხანია შევწყვიტე ლოცვა და შენი ლოცვის იმედად ვრჩები."
ალაგ-ალაგ როგორი ხისტი გამოთქმები გაქვთ, საერთო ჯამში მომეწონა.
"გარეთ კი თეთრი შავ ლაქებს ხოცავს, მტვრევადი წყალით ივსება ჭები, მე რა ხანია შევწყვიტე ლოცვა და შენი ლოცვის იმედად ვრჩები."
|
|
მონაცემები არ არის |
|
|