ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2016


კაბების მკერავის გოგონა

კაბების მკერავის შვილია.
ფრიალებს, ქარდაქარ კრთება,
არ ვღირვარ აღარც ერთ შილინგად
და მაინც კალთებთან, მკერდთან
რომ ვუწყობ თითებს და შეგრძნება
–კოცნები ამიყვანს შვილად
მმეტობს და ფრიალით მედება
ფრიალით მედება – მოვრჩეთ.

ქარი ქრის, ქარი ქრის, –ქროდეს!
ისწორებს თეძოსთან მაქმანს
ჭორები ქვეყანას მოსდეს
აქ არის, აქ არის, აქ ვარ.

კაბების მკერავის შვილია.
ფრიალებს ქარდაქარ კრთება
წვიმები ნაკოცნებს გიშლიან
ნაკოცნებს გიშლიან  კერტთან.
და მაინც როგორად გიჩემებ.
დედას ვფიცავარ– გეყოს!
რას იფიქრებენ ბიჭები
ცილს დამწამებენ ერთობ,
რომ კაბის მკერავ გოგონას,
ვხვდები, რომ  ბედი მქონდეს.
პაუზა – ცრემლი მოგორავს.
ქარი ქრის, ქარი ქრის, –ქროდეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები