ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო.დადიანი
ჟანრი: პოეზია
27 მაისი, 2016


* * *

***
შენგან ამოვკრიფე ჩემი თავი.
სულ ნაწილ-ნაწილ ამოვკრიფე
რაც კი გადარჩა.
გავაერთიანე, ერთ არსებად ვაქციე
და ვერ ვიცანი.
მე მიყვარს ადამიანი თავისი წარმოსახვით.
შეიძლება სულ ეს იყო რაც მოგეცი
ან სულ ეს იყო რაც ჩემგან წაიღე.

***
ყველა ამბის ჭამა დავიწყე.
რა რბილად მისართმევია.
ადვილად გადასაყლაპი.
მაგრამ არის რამდენიმე,
რეზინებივით როა,
ვღეჭავ, ვღეჭავ და ვერაფერს ვუხერხებ.
და ამ დროს ვცდილობ მშვიდად არ ვიყო,
რადგან ასეთი სიმშვიდე სახიფათოა,
როგორც დანით ჩასაფრებული ტიპი სიბნელეში.

***
ეს ამბავი სწყდება ცხოვრებას
როგორც ვაგონი მატარებელს.
მატარებელი სვლას აგრძელებს.
რა მარტოა ეს ამბავი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები