ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2016


* * *

მოვა, არ მოვა, მოვა -
და გვირილებით ხელში,
შენ დამაბრუნე ჩემო
მზეებით სავსე ტევრში.
როგორ გიხდება, იცი
მუხლს ზემოთ ჩითის კაბა?
ნაზი ფურცლებით სავსე
ეგ საგვირგვინე კალთა!
და შიგ ჩაწნული მზერა,
ჩემი ვნებების კალო.
მოხვალ, შემაბამ კევრში,
შენ, მინდვრის ამორძალო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები