ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2016


ისე მენატრება დედაჩემი...

ისე მენატრება დედაჩემი -
მიკვირს მონატრებას როგორ ვუძლებ!
ვიდრე დავითვრები ზედაშეთი,
მოდი... მომეკარი გოგოვ გულზე!

ისევ დამიამე ტკივილები,
თორემ გავაფრენ და ვერ მიშველი!
ამიტირდებიან გვირილები,
მიწას ცრემლით მორწყავს ჩემი შველი!

ბეჩავს ჩახუტება შენი მსურის,
როგორც დაჭრილ ირემს წყაროს წყალი!
ვმარცვლავ კრიალოსანს ჩემი სულის,
ვიდრე ხატიც მიცავს სალოცავი!

ისე მენატრება დედაჩემი -
ლამის ჰამლეტივით შევიშალო!
თუმც მსურს ისევ დავთვრე ზედაშეთი -
ვცდილობ არაფერი შემეშალოს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები