 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ივნისი, 2016 |
ჩემს სარკმელებთან მოფრენილი მერცხლები მიყვებიან შორეული ქვეყნების ამბებს. იმ ქვეყნებისა, სადაც ყოველ ზამთარს თოვლის ნაცვლად ფუმფულა ბაბუაწვერები ცვივა, სადაც ადამიანებს მზის ამოსვლას ისევ მამლაყინწა ამცნობს. მერცხლები მიყვებიან,რომ მათ სახლებს ურდულიც არ აქვს და ბავშვებს ბამბის გუნდებში სძინავთ. მიყვებიან რომ გზებზე ავტომობილების ნაცვლად ჭრელა-ჭრულა მაიები დადიან. საინფორმაციო გამოშვების მაგივრად კი ,თურმე, ერთ ბოშა ქალს უსმენენ, რომელიც ყველგან აგროვებს საოცარ ამბებს, თავგადასავლებს და დაჩითული გუდა დააქვს ჭორ-მართლით სავსე. მერცხლები ამბობენ, იქ შეყვარებულებს მთელ ტანზე ყვავილები ამოსდითო, ორივეს ერთნაირი და ერთი ფერის. ვინც ტყუილს იტყვის, დღე -ნახევარი მუნჯდება თურმე. მიყვებიან,რომ იქ წყალი გამჭირვალე კი არა სულ ნაირფერია, და ქალებიც იმიტომა ჰყავთ ასეთი მშვენიერნი, შებინდებისას სწორედ წყაროს წყალს ისხამენ გულზე. ამბობდნენ რომ იქ ცაა უფრო ფართო,თავისუფალი. რომ მზესთან იყვნენ უფრო ახლოს. და თურმე ყოველი მზებუდობისას ქორწილს უხდიან მზესა და მთვარეს. ისინი,კომპანიების ნაცვლად ბუნებას უდგანან სამსახურში, და არ დაწყევლით მათ არასოდეს ბუნების ძალა. სარკმელთან ჩამომსხდარი მერცხლები იმასაც მიყვაბოდნენ,რომ იქ ჩაფრენილებს არასოდეს დახვედრიათ ღერო-ღერო ნაშენები, თავიანთი ნისკარტით მოქსოვილი ბუდეები დამტვრეული და დანგრეული...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :)) არ ვიცი :)) არ ვიცი
8. ძალიან კარგი ლექსია რატომ სხვა-ში? ძალიან კარგი ლექსია რატომ სხვა-ში?
6. "ვინც ტყუილს იტყვის, დღე -ნახევარი მუნჯდება თურმე."
რა კარგი იქნებოდა აქაც ასე რომ ყოფილიყო. :) "ვინც ტყუილს იტყვის, დღე -ნახევარი მუნჯდება თურმე."
რა კარგი იქნებოდა აქაც ასე რომ ყოფილიყო. :)
5. დიდი მადლობა :)) დიდი მადლობა :))
4. წინა ნაწერებს ეს აშკარად ჯობია :) 4 წარმატებები წინა ნაწერებს ეს აშკარად ჯობია :) 4 წარმატებები
3. მე მიყვარს ასეთი ,,რეალობა''- ბამბის გუნდებში მფშვინავი ბავშვებიც, ფერადი წყლებიც და სხეულზე ყვავილებამოსული წყვილებიც :) კარგია, ქეროლაინ. :*
მე მიყვარს ასეთი ,,რეალობა``- ბამბის გუნდებში მფშვინავი ბავშვებიც, ფერადი წყლებიც და სხეულზე ყვავილებამოსული წყვილებიც :) კარგია, ქეროლაინ. :*
2. მეც ეგ მაინტერესებს :)) მადლობა მეც ეგ მაინტერესებს :)) მადლობა
1. ნეტავ , რატომ ბრუნდებიან მერცხლები ასეთი ზღაპრული ქვეყნებიდან ისევ აქ?
ლამაზკადრებიანი ნაწერია.
ნეტავ , რატომ ბრუნდებიან მერცხლები ასეთი ზღაპრული ქვეყნებიდან ისევ აქ?
ლამაზკადრებიანი ნაწერია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|