ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2016


მე გაგხდი

მე გაგხდი,
გაგხდი ვარდისფერისფერს,
გაგხდი ვერცხლის და ლაჟვარდის ნაზავს,
გაგხდი პირობით ოღონდ ხელი ხელს,
მაძლევ ნომერს და სახლის მისამართს.
მე გაგხდი,
გაგხდი პირველ ფერიას,
გაგხდი თრობის და მოწევის აზარტს,
გაგხდი რაც რამე დამიწერია,
გაგხდი შენ სახლთან შეღებილ ასფალტს.

მე გაგხდი,
გაგხდი ევოლუციას,
გაგხდი მოდას და სინაზის თავსართს,
რამდენიც სხვა ქალს ვერ მოუცია,
იმდენჯერ მაძლევ სახლის მისამართს.

მე გაგხდი,
გაგხდი ჯულიეტ რომოს,
გეძახდი,
იმ ღამით სახლში მე გახლდი,
სუნთქვას შეიკრავ ვნებით და ბოლოს,
გაიხსნი ღილებს,
ხომ ვთქვი, მე გაგხდი.

შოთა გამგონეიშვილი
04:69 PM

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები