ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი კუტალაძე
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2016


###(იცი, ეს მთვარე ნისლიანი ზეცის თაღია)

იცი, ეს მთვარე  ნისლიანი ზეცის თაღია,
და შენ გიხსენებ,გახსენება თუკი მეყოფა
და გეფიცები დაფარული ცრემლის წვეთები,
ჩემში არსებულ ტკივილების სველი ექოა.

ჰოდა ამ ხელის გულებივით გაშლილ სამყაროს,
თუ შევეგუე ,იმედები თუკი შემომრჩა,
ნეტა თვალებში ჩაგხედავდე,ისე გეტყოდე,
რომ ის არავარ გეფიცები შენ ვინც გეგონა.

იცი ,ეს ზეცა,ეს ქალაქი და ეს სამყაროც
ვიცი ცოტაა გეფიცები შენთვის სრულებით,
იცი ყოველღამ დრომოჭმული ფიქრები მხრავენ
და შენთან ახლოს მოსასვლელის ძებნას ვუნდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები