ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2016


შველივით საოცარს...

გოგოვ, დედოფლის გვირგვინი
შენ ისე დაგამშვენებდა,
მეფე - ქმარიც კი ღიღინით
შენთვის ბაღს გააშენებდა.

ერთგული ქვეშევრდომები
დაგილოცავდნენ სალოცავს,
შორს გაგითქვამდნენ ლომები
სახელს შველივით საოცარს.

თუმც დედოფალი არა ხარ,
ქართველებს გვყავდა თამარი,
მახარებს შენი დანახვა,
ჩემთვის ეს არის მთავარი.

თუ სიყვარულის მორევში
დაგკოცნე როგორც ღიღილო,
ამ სასტიკ წუთისოფელში
მსურს ბედნიერი გიხილო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები