ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: პოეზია
2 მაისი, 2008


ციკლიდან"ცოლს"

>>>      >>>    >>>
წლები გავიდნენ,ვხედავ შენს სახეს
მოსძალებია ნაოჭთა ქსელი,
თვალებში ჭინკა უკვე არ ბუდობს ,
მოდუნებულა ნატიფი ხელი.

შენი ჭინკები ჩვენს ქალიშვილებს
ჩასახლებიათ შენეულ თვალში
და შენეული დალალებია,
რომ უფრიალებთ აპრილის ქარში.

შენს თმებს  ჭაღარა შემოჰპარვია
და ანცი მზერაც დასევდიანდა...
მე შენში ისევ იმ გოგოს ვხედავ,
მე რომ მიყვარდა,ძლიერ მიყვარდა.

ახალგაზრდობა ვაჩუქეთ შვილებს ,
მაგრამ გული ხომ არა ბერდება?
ახლა ვრწმუნდები,მართალი  უთქვამთ,
ქალი,ვინც გიყვარს ,არ მოგბეზრდება.

 
  <<<<    <<<<    <<<<
საგანძურო ჩემო,საყვარელო ცოლო,
რომ მიყვარხარ ძლიერ,მსურს სულ გიმეორო.
შენი თვალთა სხივით გამითენდეს მინდა,
მთელ დღეს დამყვებოდეს შენი მზერა წმინდა.

მინდა თვალებს შერჩეს შენი მიხვრა-მოხვრა,
შეათრთოლებს ბაგეს,როცა ბოლო ოხვრა.
იმ ქვეყნადაც მინდა გავიყოლო რწმენა,
რომ უჩემოდ ყოფნა გაგაგიჟებს შენაც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს