ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2016


ნაივერი

(ეტიუდებიდან)

ხედავ? - არ მოვკვდი უშენო,
ახალ ცხოვრებას ვერგები,
ბუდე სხვას უნდა ვუშენო,
სხვისთვის ვახარო ნერგები.

ვშლი ძველ სურათებს და ხედებს,
ხსოვნაშიც უკვე ხუნდები,
მაშ, უკან რაღა მახედებს,
ძლივს მოვიშორე ხუნდები.

კარზე არ მოგადგებოდი,
რომაც მოგეცა დასტური.
მწარე გამოდგა გემოთი,
ჩვენი ერთობა კასტური..

სულ გავუბერე, ერიჰაა!
ეს თავი გავინარცისე.
გულს ვკითხავ: - ბედნიერი ხარ?
რატომღა მეტყვის : - არც ისე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები