ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
7 ივნისი, 2016


ნინოს აღსარება

სულ ტყუილად გაირჯებით,
თუ კი დამაძალებთ საჭმელს,
თუ სამარხვო არ იქნება,
მაინც პირს არ დავაკარებ.
ხვალისათვის მომიმზადე,
ლობიო და ფხალეული,
თუ კი შენ დაგეზარება,
მე ვიქნები მზარეული.
ხომ უკვე დიდი გოგო ვარ,
გუშინ გავხდი შვიდი წლისა,
აღარ მინდა ზიარება
თუ კი მარხვას არ დავიცავ!
აღსარება მინდა რომ ვთქვა,
თქვენ გგონივართ უცოდველი?
გუშინ დედა მოვატყუე,
რომ მტკიოდა ვითომ ყელი.
ბებიკოს კიდავუმალე
სათვალე დაჩხირები.
ვერც წინდები მოიქსოვა,
ვერც გათალა ჩხირები.
ბაბუს ქუდი დავუმალე,
დაიკოს კი ფანქრები.
ფანჯრიდან რომ გავიხედე,
ცამოვგლიჯე ფარდები.
ჰო, ეხლა კი დამიჯერებთ,
მეც მჭირდება მოძღვარი,
რომ ხშირად წამიკითხოს,
ლოცვები და მორალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები