ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 ივნისი, 2016


სიმღერა აფხაზეთზე

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
რომ ერის ხმამ ძველებურად იჭექოს...
რომ გვიყვარდეს უფრო მეტად ერთმანეთი -
აფხაზეთში ნაომარო ბიჭებო.

ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი,
მზე უთქვენოდ სოხუმშიაც არ მზეობს!
საქართველოვ! არასოდეს დამთავრდები,
ღმერთი იცავს ქართველების სამზეოს!

ოთარ რურუა

2012 წელი

აფხაზეთში ნაომარ საქართველოს!

ვიდრე ჩვენში ''ჟღალ მიმინოს'' გულიც მღერის,
არ ჩაქრები წინაპართა სანთელო!
გაუმარჯოს მამუკას და სხვა ბიჭების
აფხაზეთში ნაომარ საქართველოს!

ოთარ რურუა

2015 წელი.

მუსიკა - გიორგი ჯმუხაძის
https://www.youtube.com/watch?v=3CNdiL830ck



დიდი მადლობა გიორგი ჯმუხაძეს ამ სიმღერის შექმნისთვის, დიდი მადლობა ასევე კარგ პოეტ ქალბატონს - თამარ შაიშმელაშვილს, რომელმაც ჩემი ლექსი ’’ისევ ისე გელოდებათ აფხაზეთი’’ ლიტერატურულ ჟურნალ ’’ანეულში’’ დაბეჭდა 2013 წელს. განსაკუთრებული მადლობა აფხაზეთში მებრძოლ ბიჭებს: მამუკა ჯმუხაძეს, ირაკლი ამირეჯიბს და ყველა იმ ვაჟკაცს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რაც შეეხება ჩემს მეორე ლექსში ნახსენებ ’’ჟღალ მიმინოს’’, ეს არის არჩილ სულაკაურის ლექსზე შექმნილი გიორგი ცაბაძის სიმღერა, რომელსაც აფხაზეთის ომშიც მღეროდნენ.



პატივისცემით - ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები