ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2016


ცეკვისთვის დაბადებულს

ვერ მოგეწია კოცნები -
შუა გზიდან რომ გიგზავნე,
დღემდე ლამაზი ოცნებით
შენთან მოვყავარ ზიგზაგებს.

ქარი ხარ ამოვარდნილი,
ცეკვისთვის დაბადებული,
შენი ქართული მანდილით
თავი გაქვს გადადებული.

სიყვარულის გზას დავლოცავ
აქედან ზედაზენამდე,
სიტყვის უთქმელად დაგკოცნი,
თუ მოვაღწიე შენამდე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები