ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
17 ივნისი, 2016


ძიძები

პარკში თამაშობს ბავშვები,
ჭორად სკდებიან ძიძები,
მოწევა აკრძალული აქვთ,
აქ ხელს უმართავს ,,ბიძები,,
სუფთა ჰაერზე კარგია,
ბავშვთ უკაჟდებათ ფილტვები,
გვერდით სკამიდან მამრებმა,
უკვე დაიწყეს ფლირტები.
მზე უკვე გადაიწვერა,
მზადაა საწოვარები,
ძიძები ყავას წრუპავენ,
თუხთუხებს ჩილიმ-ბარები.
ეტლებში მშვიდად იძინებს,
წოვით დაღლილი ბავშვები.
მშობლის აუდიტს გადარჩნენ,
ამოისუნთქეს მათ შვებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები