ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ორქიდეია
ჟანრი: პროზა
28 ივნისი, 2016


საიდუმლოებანი

ცისკარმა  მოავარდისფრა  ცის  კაბადონი.
საოცრად  სუფთა  ჰაერმა  სუნთქვა სასიამოვ გახადა.
ლეონი  მიწას  დაშტერებით  უყურებდა,  თითქოს  სწორედ  იქ  უნდოდა  წაეკითხა  ჩემთვის  ხმამაღლა  სათქმელი.
ქუდზე  ხელი  მოიკიდა,  მოიხადა,  ორივე  ხელში მოიქცია  და  ღრმად  ამოიკვნესა.მერე  ქუდი  მკერდზე  მიიდო,  თვალები  დახუჭა  და  გაგრად  მოკუნჭა.  იფიქრებდა  კაცი  წვენის  გამოჭურვას  და  გულისსისხლისთვის  მიერთებას  ცდილობსო,  მაგრამ  იმაზე  ფიქრიც  არ  უნდა,  რომ  ეს  შეუძლებელიაო.
უცებ  თვალები  გაახილა,  თავი  ჩაქინდრა,  მიწას  ხელი  დაადო,  გადაუსვა,  მოეფერა,  ქუდი  თავზე  მთელი  სიფრთხილითა  და  პატივისცემით  დაიხურა,  ისე  თითქოს  ზედ  თავზე  წამოაპირქვავა  ისეთი  რამ,  რაც  თავის  იქით  გასაცილებლად  ვერ  გაემეტებინა.
-მერე  მომიბრუნდა და  მტკიცედ  მითხრა,  რომ ქუდი  არ  არის  თავსამკაული,  კაცს  ქუდი  უნდა  მუდამ  ეხუროს,  ოღონდ  მთელი  შეგნებით,  მის  ღირსებებს  უნდა  იცავდეს,  უფრთხილდებოდეს.  სირცხვილნაჭამი  მას  ხელს  არ  უნდა  ჰკიდებდესო.
-დაბადებიდან  ადამიანს  ზოგი  რამ  უზრუნველად  დაჰყვება,  ბევრი  რამ  კი,  თავად  უნდა  მოიპოვოს,  ორივე  ერთად  კი  უნდა  შეინარჩუნოს  და  დაიცვასო.
  ქვეყნად  ყველაფერს  მოპოვება  უნდა  თვით სიძულვილსაც  კიო,  რომელიც  ყოველთვის  არ  მომდინარეობს  პიროვნულ  ზნე-ჩვეულებათა  წუნიდან,  ის  ხშირად  შურის  და  ინტელექტის  სიმწირის  შედეგია.  რომელიც  გულს  აბოროტებს,  ბუნებას ავიწროვებს,  გონებას  ახშობს, სულს  აკნინებს,  მანძილს  სრულიად  აქრობს  ადამიანთა  შორისო.
  მერე  მცირე  ხნით  შეყოვნდა,  თითქოს  კიდევ  უნდოდა  რაღაც  ეთქვა  და  იხსენებდა,  ან ისე  უნდოდა  კიდევ  რომ  ჩემში, სწორედ  ის  გრძნობა  გაეღვიძებინა ჩემს  კაცად  ჩამოყალიბებას  რომ  დაედებოდა  მყარ  საძიკვლად.
  მეგონა  ჯერ  კიდევ  ბავშვი  ვიყავი  და ამაზე  დაფიქრებას  ვერ  შევძლებდი,  ან  ნაადრევი  იყო  ამაზე  ფიქრი  ჩემთვის,  მაგრამ  გუნება-განწყობა  დამიმძიმდა,  უგუნებობა  ვიგრძენი,  ძალა მთლად გამომელია  და  მოწყვეტით  მივექადლე  მუხის  ხეს,  რომელის  ფესვზედაც  ვიჯექით.
-დედასთან  გაქცევა  და  მის  გულში  ჩახუტება  მომინდა,
- ლეონისკენ  გავაპარე  მზერა  ჩუმად. 
-მძიმედ  სუნთქავდა,  მის  ჩავარდნილ  თვალის  უპეებს  მრისხანება  ვაჟკაცურ  ლაზათს  მატებდა,  თვალები  თითქმის  უმოძრაოდ  ჰქონდა  ცისთვის  მიბჯენილი.  მისი  თვალების  ფერი  ცას  შერთვოდა  სიკამკამით,  სისუფთავით,  ოდნავ  მომეტებული  სილურჯე  რომ  არა. სახე  დანაოჭებოდა,  ასაკს  მკაცრად დაეტყო  თავისი  კვალი  მისთვის.  მჯდომარეს  ეტყობოდა  სწორი,  მსხლარტე  ტანის  ლაზათი, რომელიც  ახლა  ქანდაკებას  ჩამოჰგავდა.
წვერი  შეჟღალვოდა.  თმასაც  ვერცხლისფერი  დაჰკრავდა.  გამხდარ  ყვრიმალებზე  მზე  მოჰკიდებოდა,  ოდნავ  მოგრძო  სახეზე.
რიდით  მოვწყვიტე  თვალი, მის  გარეგნობას.  სული  ამიფორიაქდა,  ადგილიდან  დაძვრას  ვერ  ვბედავდი,  ველოდებოდი  მის  გადაწყვეტილებას,  ყურში  მისი  სიყტვები  განუწყვეტლივ  ჩამესმოდა,  ალბათ  ესეც  იყო  ჩემი  ამჟამინდელი  შეფერხების  მიზეზი.
  არ  ვჩქარობდი  უკვე,  ამის უფლება  აღარ მქონდა, მისი  საუბრის  მოსმენის  შემდეგ, 

                                                                                      ( გაგრძელება  იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები