ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2016


ნ ი ს ლ შ ი ფოოთოლცვენა

ქარი  როგორც  დაუბერავს  ცოტა,
სიცივისგან  უკანკალებს  ტანი,
ჩემსკენ  ისე  იყურება  ფრთხილად ,
სიყვარულად  სულში  ჩავიწანი,

შევეჩვიეთ  ერთმანეთს და  უკვე
უერთურთოდ  გვტკივა  ყველა  წამი,
როცა  ისევ  დიდი  ფიქრი  მაკრთობს,
ეჭვი  დუმს  და  სული დნება  ლამის.

უნებურად  ჩემში  ყინვა  ბარტყობს,
შემოდგომის  ფოთოლცვენა  ნისლში
ჩნდება  ისე,  ჟანგისფერი  ფარჩით
როგორც  არის  უნებურად  ფიქრში.

გაიცრება,  ნაუცბათევ , ცხავში
უმარილო  ღორღისფერი გონი,
მონაცრიფროდ  დაეშვება  მიწის
ზედაპირზე  უღიმღამო  გლოვით.

ქარი  როგორც  დაუბერავს ამ  ჩემს
ძეწნას  თრთოლვა  ეპარება  ხმაში ,
ერთად  ვტირით  და  ცრემლები  ჩვენი,
ქარმა  ლამის  გამოგვტაცოს  წამში.



            რ ა ც ა  ა რ ს
ნისლი. ფოთოლცვენა.  ნოემბერი.
ქარი  ცად  აჭრლი  მეათასედ
ბრაზით  ავსებული,  ბოღმიანად,
გრიგალს  უხმობს  როგორც  მამობილი.
ნისლი  გაწოლილი  ცხელ  ქვიშაზე,
მზეს  კი  თავისი  ცის ცხრაკლიტულში.
მთელი  მრევლითა  და  ხევის  ბერით,
სული  თვალგახელილს  ისევ  ეწვის.
მზერა ძლიერი  აქვს  ხედვის  მთელი
გრძნობით  აედევნა  საწყალ  ბოცმანს,
ისმენს  უდარდელად  გარემოცვით
სითბოსმოყვარულთა  გულწრფელ  ლოცვას.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები