ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გულიანა
ჟანრი: პოეზია
22 ივნისი, 2016


მზეო გხედავ

გამიტაცა ფიქრთა ჯარის ქარავანმა,
კუს ნაბიჯით ახლოვდება სავსე მთვარე.
ხელგამოწვდილ მწუხრის წუთებს ვემგზავრები,
მზეო გხედავ! მთების მიღმა დაიმალე.
განა წაშლის ღამის კადრი შენს ნათებას?
განა მთებში უკუნითით სამარდები?
ალიონზე მთვარე შენთან მომიყვანს და
დღე ნათელი, კვალს დაიტყობს ჩვენი გზების!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები