ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: შოთაგამგონეიშვილი
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2016


ჩემი ძმაკაცები!

ხშირად გამივლია სადღაც უმარტოოდ,
(ალმაც.. მიყურებენ ..ერად) ავკაცები,
ყველამ უგზო უკვლოდ თუნდაც მიმატოვოს,
არ მიმატოვებენ ჩემი ძმაკაცები.

ხშირად გამივლია ალბათ უფულობა,
ბავშვებს გვიტკეპნია უბნის "გარაჟები"
თითქოს ბავშვობიდან მოგვდევს უსულობა,
ამდროს სული არის ჩემი ძმაკაცები.

ხშირად გამივლია სადღაც უგულებლად,
ხანაც დამხვედრიან გრძელი სამართებლით,
მათი დახვედრები მოდი უგუნებვლყვათ,
როცა გვერდში მიდგას ჩემი ძმაკაცები.

ხშირად ოჯახებში ხდება, ნუ რაც ხდება,
ჩვენგან არ გავიტანთ, ვხვდები განა ვცდები,
ეჭვი გეპარებათ?! , ნურას უკაცრავად,
ჩემი ოჯახია! ჩემი ძმაკაცები!

ხშირად მიცრემლია თქვენი მონატრების,
რომც არ მეტყობოდეს მაინც გეფიცებით,
სადაც არჩევანი დგება მონა ვკვდები!
თუკი გადარჩენა ხდება ძმაკაცების!

შარი შეგვინახავს სხვისი ერთმანეთში,
როგორ არ მიყვარდეთ ახლა ვაჟკაცებო,
ვერვინ ვერ გვიყიდის ათას ერთ მანეთში,
სადაც გვიჭირს = გვილხინს ერთად ძმაკაცებო!

სიტყვებს ვერ ვპოულობ როგორ დავაფასო,
კვდომაც არ მიჯდება ამის დაფასებად,
ადრე თავმდაბალი, ახლა ამაყი ვარ!
ხალხი იდეალი შემხვდნენ ძმაკაცებად!

არა!
არ ვიცხოვრებ არსად უძმაკაცოდ,
იყოს!
ალმაცერი მზერა ავკაცების,
ვიცი!
არ იჩენენ თავებს უმამაცოდ,
იქვე!
სადაც დგანან ჩემი ძმაკაცები!

<3  შოთაიე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები