*** აბა რა გითხრა მეგობარო, მუდამ ასეა, გულში ვგრძნობ რაღაც მტკივნეულ და უცხო არსებებს, ტყუილად ვცდილობთ სიყვარულით ხალხის ავსებას, არ აფასებენ, არც არასდროს დაგვიფასებენ. რადგან აღარ აქვს ადამიანს გრძნობის უნარი, რადგან ცარიელ ქუჩებივით გულს დაათრევენ, რადგან ტკივილი არ იქნება გარდაუალი, ერთ დღესაც, ალბათ ღიმილისთვის გიჟს დაგვარქმევენ. არა რა გითხრა მეგობარო, რით განუგეშო, ამ გულს რა ვუყო, ინსულტისთვის წმინდა სამსხვერპლეს, მოდი ერთმანეთს ჩავულაგოთ თავი უბეში, რომ ოცნებები შედარებით მჩატედ დაგვემსხვრეს. ვერაფერს გეტყვი მეგობარო, მომცემს იმედის, ვერრას გაუგებ სამწუხაროდ ადამიანებს, დღესაც ძაღლივით ქუჩა-ქუჩა მივსეირნობდი, და ყეფის გამო, მოვიდნენ და გადამიარეს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. აბა რა გითხრა არც ისე კარგი +1 აბა რა გითხრა არც ისე კარგი +1
2. მეც მეცნო განწყობაც და სტილიც. ხშირად ხდება, რომ ავტორები რაღაც ნიშნით ემსგავსებიან ერთმანეთს. პლაგიატი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისე ემსგავსებიან. მეც მეცნო განწყობაც და სტილიც. ხშირად ხდება, რომ ავტორები რაღაც ნიშნით ემსგავსებიან ერთმანეთს. პლაგიატი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ისე ემსგავსებიან.
1. თითქოს რაღაც ნაცნობია- განცდა, ლექსის მელოდია, ფრაზები თუ რაღაც...
საინტერესო სახეებია.
თითქოს რაღაც ნაცნობია- განცდა, ლექსის მელოდია, ფრაზები თუ რაღაც...
საინტერესო სახეებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|