ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2016


ზღვაზე

ზღვაზე ისვენებს ქართველი გოგო,
შიშველ სხეულით აოცებს ყველას,
და ძუძუები უღელავს, როგორც
ენგური ანდა არაგვი ღელავს.

ზღვაზე ისვენებს თვალებცქრიალა,
მასზე ლამაზი ცოტა თუ არი,
მიველ, მომირჩა გულის იარა,
რადგან კოცნაზე არ სთქვა უარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები