ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2016


ღვთისმშობელო მარიამ...

გოგონები იხრებიან მამისკენ,
ბიჭები კი დედის მხარეს არიან,
ნაღვლიანებს გული გაგვიხალისე,
შეგვეწიე ღვთისმშობელო მარიამ.

მოგვეც ძალა... რწმენა გაგვიძლიერე,
გამარჯვების ლელო გაგვატანინე,
გოლგოთაზე ნამდვილ ივერიელებს
ჩვენი წილი ჯვარი აგვატანინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები