ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2009


ადამიანი: სიყვარულის თავშესაფარი

შეხვედრა


-სად, ვინ და რატომ იყავი?

- აქამდე მეგონა რომ :
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში, სხვადასხვა დროით!..
ისე კი - დედის გულში ვიყავი, არასოდეს გადმოვვარდნილვარ,
სხვათა გულებშიც ვიყავი, ოღონდ ხანგამოშვებით...

მე ვიყავი : გიორგი გურჯი, თავართქილაძე,
ადამიანი - რომელიც გეძებს, ცხოველიც, ლოდიც,
ფიქრიც, სიზმარიც, სიცრუეც და გულახდილობაც!
ისე კი - მტვერი, სიყვარულის მატარებელი.

როცა ამაზე პასუხს_ვეძებდი და ვერ ვპოულობდი,
თავს ვიმშვიდებდი - რომ გნახავდი, გკითხავდი კიდეც!

ახლა კი ვამბობ:

რომ შენც გევლო მიწაზე ფეხით!

და გენახა ჩემი თვალებით!
და ჩემი გულით გეგრძნო!
და ჩემი ყურებით გესმინა!

შენივ შექმნილი სამყაროს სუნთქვა!..


გინახავს როგორ იცინის ღმერთი?




გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები