ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: პროზა
13 ივლისი, 2016


მატარებელში საკითხავი ისტორიები _ გრაგნი

- თქვენი აზრით რა არის მახინჯი იდეა, რაც კაცობრიობას მოსვლია თავში?
- მე არ ვიცი რას ნიშნავს მახინჯი იდეა, ამიტომ ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ.
- და კარგი რა შეუქმნია ადამიანებს, მათი არსებობის მანძილზე?
- რეალურად არც ეგ ვიცი რას ნიშნავს. ჩვენ რაღაც მოვლენებს ვყოფთ ერთმანეთისგან და მერე კარგს ან ცუდს ვარქმევთ, იმის მიხედვით თუ როგორ გვკვებავს ესა თუ ის მოვლენა მატერიაში. რეალურად კი ერთი მზიდან, ადამიანიდან გამოდის ეს ენერგია და სანამ მიწას  შეეხება, ჰაერში  იწყებს დანაწევრებას და როცა ეს დანაწევრებული, უკვე ტრანსფორმირებული ენერგია, (ჩვენ, რომ ფიქრებს ვეძახით) ეხება მიწას, იბადება ვიბრაციული, უკვე მანმადე პროექტირებული ენერგია და ჩვენ ამ ენერგიეს ვეძახით სიტყვას. სწორედ ეს ვიბრაცია  განაპირობებს კარგს და ცუდს მატერიაში.
- კიმაგრამ ხომ არსებობს ჭეშმარიტად, განყენებულად მდგომი კარგი და ცუდი?
- არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტება.  ადამიანის გარეშე არ არსებობს არც კარგი და არც ცუდი.! ადამიანი როგორც არსება, რომელსაც შეუძლია გაიაზროს სამყარო, თავად წყვეტს რა არის ცუდი და რა კარგი. რა ბოროტება და რა სიკეთე. ვინ იყოს მისი ღვთაება და ვინ მტერი.
- ადამიანის თავისუფალ ნებას გულისხმბთ?
- დიახ ასეა.
- მაგრამ არსებობს ძალადობრივი არჩევანიც, როცა ადამიანებს აიძულებენ ის არჩევანი გააკეთოს რაც არ სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოკლავენ. მაგალითად ისლამურ ქვეყნებში ადამიანებს აიძულებენ ისე მოიქცნენ როგორც ამას სჯულის კანონი მოითხოვს. იგივე ხდებოდა ქრისტიანულ ქვეყნებში შუასაუკუნეებში, როცა ადამიანებს წვავდნენ სხვადასხვა შეხედულებების გამო.
- რეალურად ესეც არჩევანია. იგი ირჩევს საკუთარ თავთან ბრძოლისთვის.  ის ირჩევს მისი სურვილის, შინაგანი მდგომარეობის საწინააღმდეგოს რაც მასში გამოიწვევს მუდმივ ქაოსს. თუმცა ეს ქაოსიც დროებითია,  მაგრამ მან ამის შესახებ არაფერი იცის. თუ არადა მოკლავენ. მას კი ეშინია სიკვდილის რადგან სიკვდილი არ ცოდნაში შესვლაა. სწორედ ამიტომ ეშინიათ ადამიანებს სიკვდილის. ჩვენ არ ვიცით რა არის იქ.
- იმიტომ რომ არავინ დაბრუნებულა იქედან, რომ მოეყოლათ რა არის იქ.
- რომც მოგვიყვნენ ჩვენი გონება არ მიიღებს ამას.
- რატომ?
- იმიტომ რომ მდგომარეობა რომელშიც ჩვენ ვართ არ ერწყმის იქ არსებულ მდგომარეობას. ასევთქვათ ზურგით დგანან ერთამანეთის მიმართ და სრულიად სხვა რამეზე ფირობენ.
- თუ ასეა სული რომელიც სავარაუდოდ იქედან იმ სამყაროდან მოდის როგორ ან რატომ არის თავსებადი მატერიაში ანუ ჩვენს სხეულთან?
- არ ვიცი. ამით ქრისტეც გაკვირვებული იყო. სინამდვილეში არც ისეთი თავსებადნი არიან ერთმანეთთან. ასე რომ იყოს ამდენი პრობლმები არ ექნებოდათ.

    - უსმენთ ბატონო ბადრი ამ პაციენტს?
- კი ვუსმენ ია. საიდან მოიყვანეს ეს გაფიცებ.
- არ მოუყვანიათ. თავად მოგვადგა მკურნალობა მჭირდებაო ასე გვითხრა და გინდა თუ არა აქ დამტოვეთო. ერთ საათზე მეტია ბატონი დავითი ელაპარაკება, ამბობს შუამდინარეთიდან მოვდივარ, გზაში სტრესი გადავიტანე და თქვენი დახმარება მჭირდებაო, მაგრამ ამას რომ ვუსმენ მემგონი რაღაცას გვატყუებს.
- გაგიჟდები კაცი რაა.. რას აღარ გაიგებ ამ უკუღმართ ქვეყნაზე.  პატრონი არ ყავს თუ იცი? სახელი და გვარი არ უთქვამს? სად ცხოვრობს სადაურია? დაურეკოთ თავისიანებს იქნებადა ეძებენ მაგ საცოდავს..
- გრაგნი მქვია იაფეტის შვილი ვარო ამბობს..
- იაფეტიშვილები სადაურები არიან ნეტა?
- იაფეტიშვილები არა ბატონო ბადრი. იაფეტის შვილი ვარო. არ უთქვამს რა გვარია.
მარტო ამას ამბობს და რაღაც უაზრობებს  ჰყვება, თქვენც ხომ უსმენთ.
- უაზრობები ეძახე შენ. მოიცა გამოვიდეს დავითი როგორი აღფრთოვანება გამოხატოს..
- მოიცა რაა ეგ ჩვენ პაციენტებზე გიჟია მემგონი.
- ვეტყვი იცოდე მაგას..
- გაგიჟდი? მომკლავს ვერ იტანს სიტყვა გიჟს? ამასწინათ რომელიღაც პაციენტზე ვთქვი საცოდავი გაგიჟდამეთქი და ისეთი თვალებით შემომხედა გეგონება ჩემი ბრალი იყო ის საცოდავი რომ გაგიჟდა.
- მართალია მერე ის კაცი. ექიმი ხარ შენ და არ შეგეფერება საზოგადოებრივი ტერმინოლოგია.
-დაიწყე ეხლა შენც.
- კაი ხოო.. მოიცა მოვუსმინოთ კიდე რეებს ლაპარაკობენ ჩვენი და უცნობი გენიოსები.
- მოიცა  ყავას მოვიტან და მოვალ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს