ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანა-მარია-8
ჟანრი: პროზა
14 ივლისი, 2016


კოლხთა და ივერთა... I

,,იგი ვარდება იალბუზის მწვერვალიდან და უფსკრულზე გართხმული მისი სხეული სამყაროებს შორის გადებულ ცეცხლის ხიდს ჰგავს"

  კოლხთა და ივერთა ქვეყნით ჩემი პირველი დაინტერესება, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ''ათას ერთი ღამის'' კითხვისას, აღმოსავლეთის ეგზოტიკურ სამყაროში მოგზაურობის დროს დაიბადა. დამაინტერესა აღმოსავლური მწველი მზით გაჟღენთილ წიგნში ნახსენებმა უშველებელმა კავკასიონის მთებმა, რომლის მწვერვალთაგან უმაღლესზე, შატ-იალბუზზე მცხოვრები გიგანტი ორბი, ზღაპარში როკის სახელით ცნობილი, თურმე გაშლიდა ფრთებს და მზის სინათლესაც კი აბნელებდა. ამ სიტყვათა ამოკითხვის შემდეგ საოცარი ინტერესი დამებადა მემოგზაურა კავკასიელთა სამყოფელში, მეც გავმხდარიყავი ერთ-ერთი კავკასიელი, თუნდაც მცირე ხნით. Similis simili gaudet — ამბობდნენ ძველი რომაელები; მსგავსი მსგავსს შეჰხარისო და ალბათ იყო ჩემშიც რაღაც წარმართული, რაც მიბიძგებდა პატივი მეცა ამ ძველი ხალხებისთვის, მეც დავდგომოდი კავკასიის მთათა კალთებს და გამეხარა მათთან ერთად მათი ღმერთებით, რომელთაგან უპირველესი ალბათ ბუნება იყო, მთის გრეხილები, სამკვიდრებელი, დღემდე რომ ასულდგმულებს მათ, მათი დედა მიწა.
  დავიწყე მოძიება ყოველგვარი ცნობისა, ისტორიებისა და სხვადასხვა მოგზაურთა ჩანაწერებისა. ჩემ თვალწინ გადაიშალა სანუკვარი ბიბლიოგრაფია. ყოველგვარი კბილგაკრული ნათქვამი კავკასიელთა თუ საქართველოს შესახებ, ავად თუ კარგად ნახსენები გულს მიხარებდა.
  ჩემმა მოგზაურობამ პირველი ნაბიჯები აჭარაში აიდგა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები