ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2016


მანდილი

ღმერთმა აკურთხა ქალის მანდილი,
დედის მანდილი ღმერთმა დალოცა,
შენც აგისრულა გულისწადილი,
როცა ეწვიე წმინდა სალოცავს.

შემოიარე მხარე ოცნების,
კვლავ უცქერ ტაძარს - ნათლით შემოსილს,
დედა ღვთისმშობლის ხატზე მლოცველი -
მანდილს ატარებ საქართველოსი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები