ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
15 ივლისი, 2016


*** (მე შევინახე ჩანაწერი)

მე შევინახე ჩანაწერი
ტვინის მარჯვენა ლაბირინთში,
იქ მწიფდება და იბადება
წარმოსახვითი კაფსულები.
ვყლაპავ ხან წყლით
და ხშირად ცრემლით..
სავსე მაქვს ცხოვრება ლაფსუსებით.
აქ არის ღმერთიც
და დრო და დრო ( უფრო ხშირად )
მიბიძგებს ვიყო კაცთმოყვარე
და როგორც მუცელი სანოვაგით
ტვინი ფიქრებით ამოვყორე.
გავუშვი მფრინავი მანქანები,
ღრუბელს ჩიტებივით მოსდებიან
და მსგავსად ერთგული დაქალების
მათი მონაჭორიც ბოდვებია...
და ტვინის მარჯვენა ლაბირინთში
(როცა მარცხენას სძინავს ტკბილად )
ხდება შეუცვლელი პროცესები,
ამ დროს ისევ ბღუის ჩართული
მაგიდაზე ჩემი პროცესორი,
სავსეა მონიტორი მეგობრებით,
იმედი ციმციმებს მწვანე შუქით,
მონაცვლეობით კი, მაგრამ მაინც....
და ჩემი ტვინის ყველა სფერო,
ახლა ემსგავსება ერთ დიდ საიტს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები