ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვენი
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2016


რამ გადაგრია

შენი საწყისი ხომ მიწაა, ჩემი- სივრცეა,
ხარ მიწიერი, მე სამყაროს სუნთვით შევიქმენ,
ჯერ ვერ შეგიქმრე, კარგად იცი,
შენი ნეკნი ვარ, მაგრამ ეკლის ვარ
და ჭინჭრებიც ვიყმე, შევიხმე.
შენ კი ბუზღუნებ და უსხურებ იმედს ნიაღვარს,
ცრემლებს მიაგავს წვიმის წვეთი გულში ნადები,
ვიცი, ალდები, რომ მიყურებ ასე ნიადაგ,
ვგრძნობ, სიახლოვით ხელმეორედ დაიბადები...
მაგრამ ტალღები გაგვრიყავენ სადაც, ხომ იცი...
მიწაც მოიცლის პირი გვიყოს, ალბათ, ადრიან,
გულით შენი ვარ, სხეული კი კიდევ მოიცდის...
რამ გადაგრია?!.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები