ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2016


პროცესი (4)

უკვე ერთი კვირა იყო გასული იმ საშინელი დღიდან. ღამე ისევ საბას პალატაში ბოლთას ვცემდი და სასოწარკვეთისგან აღარ ვიცოდი რა მექნა. ჰაერი აღარ მყოფნიდა. ტირილის თავიც აღარ მქონდა. აღარ შემეძლო ასეთი საბას ყურება და მისი პალატიდან გამოვედი. გაუცნობიერებლად გავუყევი დერეფანს კიბეებისკენ და თვალი მოვკარი ნაცნობ სილუეტს.
კანკალმა ამიტანა. კიბის მოაჯირს მივვარდი და დაბლა ჩავიხედე. დავრწმუნდი რომ ის იყო. ერთიანად მოვწყდი ადგილს და კიბეებზე დავეშვი. ნაბიჯს აუჩქარა და მიმღებისკენ წავიდა, იქიდან ფოიესკენ გაუხვია და შენობიდან გავიდა. სწრაფი ნაბიჯით ჩაირბინა რამდენიმე საფეხური. მეც უკან მივყევი და საკუთარ მანქანასთან მისულს დავაწიე ხმა:
- დათა... - მაშინვე გავაცნობიერე, რომ პირველად წარმოვთქვი მისი სახელი.
მანქანის სახელურისკენ წაღებული ხელი ჰაერში გაუშეშდა და თვითონაც გაჩერდა.
სწრაფი ნაბიჯით მივუახლოვდი და უხეშად შემოვატრიალე. მე თვითონ მიკვირდა საკუთარი გამბედაობა.
- დანაშაულის ადგილზე დაბრუნდი არა შე ცხოველო? - ხმადაბლა, თუმცა ზიზღით გამოვცერი კბილებში. - არაადამიანი ხარ... ზიზღის ღირსიც კი არა ხარ. ნეტა იცოდე როგორ მძულხარ... როგორ იტანს დედამიწა შენნაირებს... რა მოიგე ამით? როგორ გაიმეტე? - ვერც კი მივხვდი როგორ ავტირდი. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა.
- ეკატერინე... - პირველად ამოიღო ხმა მთელი ამ დროის მანძილზე.
ჩემდა გასაკვირად სითბო ვიგრძენი მის სიტყვებში. ამან კიდევ უფრო გამომიყვანა წყობიდან. მისი თანაგრძნობაც კი მაღიზიანებდა. მთელი ჩემი უბედურების სათავედ მივიჩნევდი.
გაუბედავად წამოიღო ხელი და შეეცადა ცრემლი მოეწმინდა ჩემთვის, თუმცა არ დავაცადე და მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გავარტყი - უკვე მეორედ. თავი ისევ გვერდზე გადახარა. წამით შემეშინდა. მივხვდი რომ უკვე მეტისმეტი მომივიდა. ისიც კი გავიფიქრე თავისი ხელით მიმახრჩობს-მეთქი. მაგრამ ჩემდაგასაკვირად ერთი ღრმად ამოისუნთქა კბილი კბილს დააჭირა და თავი მოაბრუნა. ჩემთვის აღარ შემოუხედავს. სივრცეს უყურებდა.
- ეკატერინე... - ცოტა სიცივე შეპარვოდა უკვე მის ხმას. - თუ დახმარება დაგჭირდა... - აღარ დაასრულა, ხელში სავიზიტო ბარათი მომაჩეჩა და მანქანაში ჩაჯდა.
კიდევ დიდხანს ვუყურებდი უკვე საავადმყოფოს ეზოდან გასულ მანქანას. მართლა აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა. იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი და ხმამაღლა ავტირდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ასე და სახიდან ცემლების ნიაღვარს ვიწმენდდი. კიდევ კარგი ღამე იყო და ვერავინ მხედავდა.

****
მეორე დღეს საბას მდგომარეობა დამძიმდა. სასწრაფო ოპერაცია იყო საჭირო. უკვე ვეღარ ვაზროვნებდი. ლამის ჭკუიდან გადავსულიყავი...
მხოლოდ ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში... აზრი რომლის გამო საკუთარი თავი მძულდა, მაგრამ მაშინ სხვა გამოსავალს მართლა ვერ ვხედავდი. სხვა გზა არ მქონდა...
თითქმის გაუცნობიერებლად გამოვედი საავადმყოფოდან. სახლში მივედი... შხაპი მივიღე. დაახლოებით ნახევარი საათი ვიდექი ღია გარდერობის კართან და შიშით ვუყურებდი ტანსაცმელს. ბოლოს ჩამოვხსენი ქვედაბოლო და პერაგი და ჩავიცვი. თმა სადად დავივარცხნე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ჩავიცვი. გასვლის წინ სარკეში ჩავიხედე და შევცბი - ვერც კი მივხვდი რომ ვტიროდი. ჩემი ცხოვრეის იმ პერიოდში იმდენად ხშირად ვტიროდი, რომ ხანდახან ვერც კი ვაცნობიერებდი ისე მომდიოდა ცრემლები. ადამიანს საცრმლე რესურსი რომ განსაზღვრული ჰქონდეს ალბათ მე ცხოვრებაში ვეღარასოდეს ვიტირებდი.
თვალები დაუდევრად მოვიწმინდე და კარი გავიხურე.
მაღალსართულიანი შენობის წინ გაჩერებული დიდი ხანი დავყურებდი სავიზიტო ბარათს, რომელიც თითებს მწვავდა.
„კატო, არ გაბედო მისთვის რამის თხოვნა...“ - უნებურად საბას სიტყვები გამახსენდა და კიდევ უფრო შემძულდა საკუთარი თავი.
„დამპირდი, რომ არასდროს გააკეთებ ისეთ რამეს რაც შენ არ გენდომება...“
„შენ ყოველთვის შეგიძლია სუფთა ფურცლიდან დაიწყო...“
ჩემი ერთადერთი სუფთა ფურცელი საბა იყო. სიმწრის ცრემლი ჩავყლაპე და გადავდგი ნაბიჯი.
- ვინ გნებავთ? - შესასვლელთან ორი ათლეტი გადამიდგა წინ.
- დათა აბაშიძესთან ვარ. - ჩავახვლე ხმის დამორჩილება რომ შემძლებოდა.
- გელოდებათ?
არაფერი მიპასუხია, მხოლოდ სავიზიტო ბარათი გავუწოდე და თვალი ავარიდე.
- სახელი და გვარი მითხარით თქვენი.
-კატო... ეკატერინე ხელაძე.
სახე ოდნავ შეეცვალა, ახლავე მოვალო - დამიბარა და ერთ-ერთ კარში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა და აქეთ მობრძანდითო - კარი გამიღო.
გაუბედავად შევედი ოთახში და ზურგსუკან მოხურულ კარებთან გავჩერდი. საკმაოდ დიდი კაბინეტი იყო. გრძელი მაგიდა და მოხერხებული დივანი იდგა. დივანის წინ დაბალი ჟურნალების მაგიდა და ორი სავარძელი. კაბინეტის ბოლოში იდგა თვითონ, მაგიდის თავთან და მიყურებდა. თვალი ვერ გავუსწორე. იმ წუთას საკუთარი თავიც მეზიზღებოდა და ისიც.
- ფული მჭირდება. - მე თვითონაც გამაკვირვა საკუთარი ხმის სიძლიერემ.
- ვიცი, - რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მაგრამ ახლოს არ მოსულა, შუა ოთახში გაჩერდა.
- საბას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა... დღესვე მჭირდება ფული.
- ვიცი, ისიც ვიცი რამდენი გჭირდება... უბრალოდ დღესვე ამხელა თანხის შოვნა გამიჭირდება. - ცოტა ხნით შეჩერდა, - ორი დღე მომეცი.
უკვე გული მერეოდა ამ ყველაფერზე... მევაჭრებოდა...
შეიძლება ვცდებოდი, მაგრამ მაშინ იმდენად ანგარებიან და სასტიკ ადამიანდ ვიცნობდი, რომ მეგონა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად მევაჭრებოდა ასე.
იმ წუთას ჩემთვის ყველაფერი სულერთი იყო. მაშინ მე სკუთარ თავს ბოლომდე გადავაბიჯე და გადაწყვეტლი მქონდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა საბას სამკურნალო ფული მეშოვა.
გონებაში საკუთარი კვნესა გავიგე... ვიგრძენი როგორ მიფეთქავდა ძარღვები საფეთქელთან. აბსოლუტურად გაცნობიერებულად წავიღე ხელი საკინძისკენ და საკუთარი პერანგის ღილების შეხსნა დავიწყე.
ყველა ღილი ჩავიხსენი და პერანგის კიდეებს ხელი მოვკიდე. ორი წამით შევჩერდი და ისევ კაბინეტის შუაში გაჩერებულ დათას თვალი გავუსწორე. გაოცებული მიყურებდა. ალბათ ჩემგან ამას არ ელოდა. დავინახე როგორ გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი და კბილი კბილს დააჭირა. მსუბუქად გადავიძრე პერანგი მხრებზე და ხელი გავუშვი. ჩემ ფეხებთან დაეცა რბილი მატერია. თვალი გავაყოლე და ცრემლი გადავყლაპე. აკანკალებული ხელები ქვედაბოლოს ელვა-შესაკრავისკენ წავიღე, ის იყო უნდა ჩამეხსნა რომ დათამ ამოიოხრა და ადგილიდან დაიძრა. ყველანაირი გამბედაობა სადღაც ჯანდაბაში დამეკარგა. ხელები ისევ კაბის შესაკრავთან მეწყო და თავი ვეღარაფრით ვაიძულე, თუნდაც ერთი სანტიმეტრით ჩამეხსნა. ვხედავდი როგორ მიახლოვდებოდა დათა, როგორ გაიხადა პიჯაკი. ცოტაც და ალბათ გონებას დავკარგავდი... ველოდებოდი როდის შემეხებოდა და გულისწასვლამდე მეშინოდა ამის... ის იყო თვალების დახუჭვა დავაპირე, რომ დავინახე როგორ გამოიწოდა ხელები და როგორ მომახურა მხრებზე თავისი პიჯაკი.
სითბო ვიგრძენი. მანამდე ვერც კი მივხვდი თუ მთელი ტანით ვკანკალებდი. არ შემხებია, მხოლოდ ყელთან, როცა პიჯაკის საყელოს მისწორებდა უნებურად შემეხო მისი თითები. საოცრად თბილი თითები ჰქონდა. მთელ სხეულში ჩამეღვარა სითბო. უნებურად ორივე ხელით ჩავაფრინდი პიჯაკის კიდეებს, საგულდაგულოდ გავეხვიე მასში და გულიდან ამოხეთქილ ქვითინს ვერაფერი მოვუხერხე. მხრებზე მომხვია ხელი და იქვე მდგარი დივანისკენ წამიყვანა. ჩემთან ერთად ჩამოჯდა და საკუთარი მკერდი შეაგება ნუგეშის მომლოდინე ჩემ თავს.
დაუჯერებელია, მაგრამ იმ წუთას მასთან შვება ვიპოვე. მთელი ემოცია დავხარჯე. მომეჩვენა, რომ მას შეეძლო ჩემი შველა და ამას ყველაფერს უანგაროდ გააკეთებდა.
ნელ-ნელა დავმშვიდდი. აღარ ვტიროდი. ჯერ ისევ მის მკლავებში მოქცეული უხმოდ ვსლუკუნებდი.
- ეკატერინე, - თავით მის ყელში ჩაფლულმა, მისი ხმის ვიბრაციაც კი ვიგრძენი, - ყველაფერი კარგად იქნება.
- ძალიან ცუდად არის. - ისევ გამებზარა ხმა.
- ვიცი, მაგრამ გპირდები ყველაფერი კარგად იქნება.
დავიჯერე... მეც არ ვიცი რამ გამოიწვია ჩემი დამოკიდებულების ასე რადიკალურად შეცვლა, მაგრამ იმ წუთას მისი დავიჯერე. ალბათ იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ აღარ მქონდა. მისი რომ არ დამეჯერებინა, მაშინ საბას სიკვდილი უნდა დამეშვა. საბას სიკვდილს კი გონებაშიც ვერანაირად ვეგუებოდი.
- ერთი წუთით დამელოდე. - მითხრა და ფრთხილად წამომაყენა.
ოთახიდან გავიდა და რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. სანამ გასული იყო ვისარგებლე შემთხვევით, ძირსდაგდებულ ჩემ პრანგს დავწვდი და სასწრაფოდ გადავიცვი. მისი პიჯაკი კი სავარძლის საზურგეზე გადავკიდე.
- ეკატერინე, - ჩემ პირისპირ სავარძელზე ჩამოჯდა და საოცრად თბილი ხმით მითხრა. - მე ახლა უნდა წავიდე. შენ აქ დარჩი, დაისვენე და გპირდები, ხვალ დილითვე საბას ოპერაციას გაუკეთებენ.
უნებურად ჩამეღვარა მთელ სხეულში სითბო და მადლიერი თვალებით შევხედე.
- მეც წავალ... - უკვე მეც მშვიდად ვიყავი. - საბასთან წავალ.
- დარჩი, დაისვენე... აქ არავინ შეგაწუხებს. - ცდილობდა დავეყოლიებინე. - ბოლოს როდის ჭამე საჭმელი?
უნებურად ჩემს, თითქმის დისტროფიამდე მისულ სხეულზე დავიხედე.
- არ მშია მართლა... საავადმყოფოში დავბრუნდები, ასე მირჩევნია.
- კარგი, წამოდი მე გაგიყვან. - კაბინეტის კარი გააღო და წინ გამატარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები