ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2016


წინა კაცის ამბავი

ჩემი წინა კაცი   ხიდი იყო.
ბონდის კი არა,
ფეხქვეშ რომ გიბარბაცებს მთვრალი და -
კიდევაც გაზიდებს.

არამედ მყარი,
რომელიც აზიდეს
ფოლადის ჩამოსხმულმა
ბურჯებმა -
ბარძაყებმა.

აბა რა ვიცი...
ჩემდა ჭირად!
(როგორც ყველა პოეტს,ერთხელ მაინც სიცოცხლეში)
მომინდა  ხიდიდან გადახტომა...

ასჯერ რომ უნდა გამეზომა,
ერთხელ გავზომე!
33 მეტრი გამოვიდა
და ზუსტად ამ დროს -
ჩამოატარა დინებამ ჭაობი.

აზრზე არ ვიყავი!
(ან როდის იყო პოეტები აზრზე იყვნენ -
როცა ხტებოდნენ!)

ჭაობმა რაც იცის, კი იცით...
ციებ-ცხელება!
მალარია!
და რაც  ყველაზე მთავარია,
აქ ყველა ბაყაყი 
ბოლომდე ბაყაყია!
და მაგრად ახატია
პრინცი თუ რომელიმე ზღაპარშია.

ჩემი წინა კაცი ხიდი იყო.
უკანა(სკნელი) ქალისთვის!

დგას ახლა წყალში და
ცეცხლი უკიდია...

და მე, ამ ლექსის ფინალისთვის,
დაბრუნების კოდექსიდან,
გადამწვარი ხიდების პარაგრაფი
უბრალოდ -
გავაქრე!

ივლისი. 2016.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები