ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2016


ლილე

ლილე, წერილებს როცა არა მწერ,
ასე მგონია აღარ გახსოვარ,
ვუსმენ შენი ხმის სუფთა ჩანაწერს
და ვუფრთხილდები, როგორც სახსოვარს.

მსურს ამოავსო სიცარიელე,
გული სტრიქონებს ჰო, შენს გამო წერს,
და ვიდრე ეტრფის ივერიელებს, -
ვერ დაგივიწყებს ლამაზს... გამომწვევს.

ლილე, მაცოცხლებს შენი სახელი,
თუმც მივეჩვიე მარტო ხეტიალს,
მოდი, რომ ყველა სევდა - ნაღველი
ქარს გავატანო შარახვეტიას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები