ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2016


ინფლაცია

ქუჩას ტროტუარით მიაცილებ,
ცას ღრუბლად აცხია თაბაშირი,
სულში შეგრძნებების ინფლაცია
და შემგუებლობის თამაშია.

სცენიდან გიყურებს ორეული
ქალისა, რომელიც არ იცინის...
მთებს უკან, საღამომორეულმა
მზემ ისევ დაკარგა თვალისჩინი.

წელიწადებს შორის ანიავებ
ბავშვობას, ადრე რომ გაგიფრინდა,
ვიღაცის სარკმელში ნაღვლიანი
მთვარე იპარება აივნიდან.

ნამი ენატრება ალვის ფოთოლს,
ზის ტოტზე, სხეული უცახცახებს,
გარშემო ცოცხლდება ძველი ფოტო
და მასში ტკივილებს უჩანთ სახე.

კოპებს კრავს, თითქოსდა, გეღალატოს,
ისე უცხოობს და იღუშება,
მინავლულ ნატვრებსაც ვეღარ ათბობს
ქალაქი, რომელიც იყო შენი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები