ნაწარმოებები


დაფინანსება!!!     * * *     დარჩით სახლში!!! გადავარჩინოთ ერთმანეთი!!!     * * *     ურაკპარაკი ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც ოფიციალურად ნებადართულია ადამიანთა ნებისმიერი რაოდენობის თავშეყრა!     * * *     შემოდით თემაში: “ურაკპარაკის ფორუმი >> ჯერ ეს იყოს >> კორონა და ურაკპარაკელები“

ავტორი: თინა ნიკოლ
ჟანრი: პროზა
4 აგვისტო, 2016


პროცესი (5)

იმავე საღამოს მოვიდა საავადმყოფოში და მკურნალ ექიმს ელაპარაკა. ოპერაცია მეორე დღისთვის დაინიშნა. საკმაოდ რთული ოპერაცია იყო. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროზე წარმოქმნილი საკმაოდ დიდი სისხლჩაქცევა უნდა მოეშორებინათ, რომელიც ტვინის მნიშვნელოვან ნაწილს აწვებოდა და სასიცოცხლოდ საჭირო ფუნქციების მოშლას იწვევდა.
თანხაც იმავე საღამოს შეიტანა.
უკვე მშვიდად ვიყავი, თითქოს ყველაფერი ხვალ დასრულდებოდა და საბა გაიღვიძებდა. რა თქმა უნდა ხვალინდელი ოპერაცია საბას ბოლომდე გმოჯანმრთელების საშუალებას არ იძლეოდა, თუმცა მისი მდგომარეობის დამძიმებას კი შეაჩერებდა.
უზომოდ მადლიერი ვიყავი დათასი. აბსოლუტურად ყველანაირი უსიამოვნო ფიქრი გადაფარა მისმა დახმარებამ. ახლა მხოლოდ მისი იმედი მქონდა.
ექიმის კაბინეტიდან გამოსულები დერეფანს კიბის უჯრედისკენ გავუყევით. გადავწყვიტე დათა გამეცილებინა.
- ეკტერინე... - ცოტა ყოყმანობდა.
- გისმენ დათა.
- შენც წამოდი... ჩემთან.
შემაშინა მისმა წინადადებამ, ეტყობა სახეც შემეცვალა.
- გადაღლილი ხარ და დასვენება შენც არ გაწყენდა, - სწრაფად დაამატა და მაგრძნობინა რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო. - ხვალ მძიმე დღე გექნება და...
- არ ღირს დათა, აქ მირჩევნია. - თვალებდახრლმა ძლივს ამოვიბუტბუტე. ჯერჯერობით ბოლომდე მაინც არ ვენდობოდი.
- ასე უფრო მშვიდად ვიქნებოდი, ეკატერინე... მე ამაღამ სახლში საერთოდ არ ვიქნები, ოფისში ბევრი საქმე მაქვს და შენ თუ სახლში დარჩები ბევრად მშვიდად ვიქნებოდი... - მაშინვე მივხვდი რომ მისი ოფისში დარჩენა იმ წუთას მოიგონა.
- ჩანთას ავიღებ მაშინ... - უარი ვეღარ ვუთხარი და პალატაში შევბრუნდი.
რამდენიმე წამი დახურულ კარებთან გაუნძრევლად ვიდექი და ვერაფრით ვბედავდი გასვლას. ფეხები უკან მრჩებოდა. მიუხედავად ყველაფრისა ჯერ ისევ გულისწასვლამდე მეშინოდა მისი. ვერაფრით ვივიწყებდი ბავშვობის მოგონებებს... დათა აბაშიძის სახელს ჯერ ისევ მღელვარებით ვიხსენებდი. ალბათ ნაწილობრივ მართალიც ვიყავი, მე ხომ არაფერი ვიცოდი მისი ცხოვრების შესახებ? არ ვიცოდი როგორ ცხოვრობდა ბათუმის შემდეგ და ბოლოს და ბოლოს საიდან ჰქონდა ამხელა ქონება? თუმცა ახლა უკანდასახევი გზა ნამდვილად არ მქონდა. ღრმად ჩავისუნთქე და ჯერ ისევ კიბისთავზე მომლოდინე დათასკენ წავედი.
- ჯერ სადმე ვივახშმოთ და მერე დაგტოვებ სახლში. - მანქანის საჭესთან მჯდარმა გადმომხედა და სახეზე დამაკვირდა. ცდილობდა გაერკვია რა რეაქცია მექნებოდა მის შემოთავაზებაზე.
- არ მშია... - გულწრფელად ვუთხარი. მიუხედავად იმისა, რომ მართლა არ მახსოვდა ბოლოს როდის ვჭამე, მაინც არ მშიოდა.
- მე მშია, - გამიღიმა, - იმედია მარტოს არ დამტოვებ.
მეც გამეღიმა უნებურად და თავი ოდნავშესამჩნევად დავუქნიე.
მანქანა ერთ-ერთ მყუდრო კაფესთან გააჩერა და კარი გამიღო. საკმაოდ თბილად შეხვდნენ და მივხვდი რომ ამ დაწესებულების არც ისე იშვითი სტუმარი უნდა ყოფილიყო. კიბით მეორე სართულზე ავედით და ვერანდის საკმაოდ მოშორებული კუთხისკენ წამიყვანა. სკამი გამომიწია და დავჯექი. წინ იმ წუთას მიმტანის მოწოდებული მენიუ დამიდო.
- მხოლოდ წვენს დავლევ. - არც კი გადამიშლია ისე ვუთხარი მიმტანს.
- ცოტა ხანში მოგცემთ შეკვეთას. - ჩემი ნათქვამი გადაასწორა.
მიმტანმა თავი დაგვიკრა და წავიდა.
- შენ ხომ გშიოდა? - თვალები დავხარე და ხელები ნერვიულად გავუსვი ერთმანეთს.
- მშია, მაგრამ უშენოდ არაფერს შევჭამ.
- დათა...
არაფერი მიპასუხა. თავი მიაბრუნა და თბილისის არაჩვეულებრივ ხედს გახედა.
- შეიძლება გკითხო? - ისევ მე დავარღვიე სიჩუმე.
თავი ოდნავ დამიქნია, მაგრამ ცოტა დაიძაბა.
- შენი ვალი ჰქონდა?.. - ვეღარ დავასრულე და ხმა გამებზარა.
თავი ჩაკიდა და გაჩუმდა. მერე ოდნავშესამჩნევი ღიმილით ამომხედა.
- თუ შეჭამ გიპასუხებ.
მეც ჩამეღიმა და მენიუს დავწვდი. დათამ ოფიციანტს დაუძახა და შეკვეთა მისცა.
- კითხვაზე არ მიპასუხებ? - სალათს ჩანგალი ჩავარჭვე, პირისკენ წავიღე და უგემურად ჩავღეჭე.
დამელოდა როდის გადავყლაპავდი ლუკმას.
- არა, ჩემი ვალი საბას არასოდეს ჰქონია.
- სამსახური შენი რეკომენდაციით იშოვა? - მორიგი ლუკმა წავიღე პირისკენ. ისეთი უგემური აღარ მეჩვენა.
თავი ოდნავ დამიქნია.
- ლეგალური ბიზნესი გაქვს? - მესამე ლუკმას მადიანად შევექეცი.
ამ კითხვას არ ელოდა. ცოტა შეცბა...
- შეგიძლია მომატყუო. - გავუღიმე და წარბები მრავალმნშვნელოვნად ავწკიპე.
გაეცინა და არაფერი მიპასუხა. იმედი არც მქონდა რომ მიპასუხებდა, დიდად არც მაინტერესებდა პასუხი.
- ციხეში მჯდარხარ? - ისევ განვაგრძობდი კითხვების დასმასაც და უკვე მადიანად შევექცეოდი სალათს.
- არა.
უნდა ვაღიარო ამ პასუხმა გამაოცა. მეგონა ციხეში აუცილებლად იქნებოდა ნამყოფი.
- რატომ მეხმარები? - მზერა გავუსწორე და ისე ვკითხე.
დაიძაბა. დავინახე როგორ დააჭირა კბილს კბილი. უკვე ვიცოდი, რომ ამ ჟესტით სიბრაზეს იკავებდა. ვხვდეოდი რომ ვაბრაზებდი, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი.
- საბას გულისთვის?
ისევ დუმდა.
- მე შეგეცოდე დღეს და იმიტომ? - საკუთარი თეფშიდან ბოლო ლუკმაც ჩავიდე პირში და მადიანდ ჩავღეჭე. - რა იფიქრე დღეს თითქმის შიშველი რომ დამინახე? შეგეცოდე? აგაღელვე? გული აგერია? - უკვე გრძნობებს ვეღარ ვაკონტროლებდი, ჯერ ისევ მაწუხებდა ჩემი დილანდელი საქციელი.
თეფშზე დავიხედე ცარიელი იყო და მისი თეფშიდან ავიღე ჩანგლით თევზის პატარა ნაჭერი და პირისკენ წავიღე.
- მიპასუხე, გთხოვ... - უკვე ტირილის პირას ვიყავი მისული. - დათა, მიპასუხე! გული გერეოდა და იმიტომ მომახურე პიჯაკი? - თითქმის ისტერიკამდე მივედი. ხელები მიკანკალებდა.
- მაღელვებდი! - წამოიძახა და ჩემი აკანკალებული ხელები თავისაში მოიქცია. - გაგიჟებამდე სასურველი იყავი ჩემთვის.
- აბა... აბა რატომ... - ვეღარ დავასრულე, ხმა ჩამიწყდა.
- შენთვის არ ვიყავი სასურველი. - თვალი ამარიდა. ჩემი ხელებისთვის ისევ არ გაუშვია ხელი.
- დათა... - სატირლად მომებრიცა ტუჩები.
- წავიდეთ ეკატერინე, გადაიღალე დღეს. დასვენება გჭირდება.
წამოდგა ისე რომ ჩემი ხელებისთვის არ გაუშვია ხელი და მეც თან ამიყოლა.
- შენ არაფერი გიჭამია. - მის ხელუხლებელ თეფშს შევხედე.
- მე ნაჭამი ვიყავი. - თვალი ჩამიკრა და გასასვლელისკენ წამიყვანა.
მანქანა უზარმაზარ სახლთან გააჩერა და კარი გამიღო. გადმოვედი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი შენობისკენ. თვითონ არ გამომყოლია.
- შენ არ მოდიხარ? - გაკვირვებული მოვბრუნდი მისკენ.
- მე ამაღამ საქმე მაქვს და ოფისში ვიქნები.
რა თქმა უნდა არ დავიჯერე, მაგრამ ახლა ალბათ ასეც ჯობდა.
- სახლში მაინც არ შემომყვები? რომ არ შემიშვან?
- შენ ყველა გიცნობს და გელოდებიან.
თბილმა ტალღამ დამიარა მთელ სხეულში.
- რა იყო, ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია? - აშკარად ვპროვოკატორობდი. - გპირდები ამჯერად სანამ არ წახვალ არაფერს გავიხდი.
გულიანად გაეცინა და რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ.
სახლში ერთად შევედით. წინ შუახნის საკმაოდ სანდომიანი სახის ქალბატონი შემოგვეგება.
-მანანა, ეკატერინეს თავისი ოთახი აჩვენე. - ქალბატონს მიმართა დათამ.
მანანამ მეორე სართულისკენ წამიყვანა და საკმაოდ მყუდრო საძინებელში შემიყვანა. ყველაფერი დამათვალიერებინა და ამიხსნა.
- ეს არის თქვენი ოთახი, ახლა თუ არაფერში გჭირდებით წავალ.
- რა თქმა უნდა, მადლობა ყველაფრისთვის. დათა წავდა? - უკვე კარებთან მისულ ქალს დავაწიე.
- არა, სამზარეულოშია.
როგორც კი მანანა წავიდა ფეხზე გავიხადე და ფეხშიშველი დავუყევი კიბეებს. გეზი სამზარეულოსკენ ავიღე. იმედი მქონდა რომ დათა იქ დამხვდებოდა. არ შევმცდარვარ ჩემკენ ზურგით იდგა და ფანჯარაში იყურებოდა. ჩემი შესვლა გაიგო და შემობრუნდა.
- კარგად მოეწყვე? - გამიღიმა.
თავი დავუქნიე.
-მაშინ ძილი ნებისა. - კარებისკენ დაიძრა.
-ის სილა რატომ მაპატიე? - უკვე კარებთან მისულს მივაძახე.
ერთ ადგილს მიეყინა. ნელა შემობრუნდა ჩემკენ. გადავიხარე, მაგიდაზე დადგმულ ვაზაზე მწვანე ვაშლს დავწვდი და გემრიელად ჩავკბიჩე, თან პასუხს დაველოდე.
- არ მტკენია. - გამიღიმა და მხრები აიჩეჩა.
ჯერ კიდევ შეუჭმელი ვაშლი მაგიდაზე დავდე და მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, ძალიან ახლოს მივედი და ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე. მთელი ტანით ავეკარი ზედ და ტუჩები ყურთან მივუტანე.
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა. მისი ძლიერი ხელებიც ვიგრძენ ზურგზე... და ვიგრძენი რომ მე ამ ადამიანის მართლა უსაზღვროდ მადლობელი ვიყავი... მისი იმედი მქონდა... ცხოვრებაში პირველად მყარ სყრდენს ვგრძნობდი. წესით მასთან ასეთი სიახლოვის უნდა შემშინებოდა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ შემეშინდებოდა კიდეც და ალბათ ვერც კი გავბედავდი, მაგრამ ვინც დათას ახლოს იცნობს დამეთანხმება რომ რაღაც საოცარი აურა აქვს. რაც უფრო ახლოს მიდიხარ უფრო მეტად გიზიდავს. მაგნიტივით იყო და მეც მთელი არსებით მიმიზიდა. მაშინ თითქოს საბასაც გავუგე და ყველა მათ თანატოლს ბათუმში. მივხვდი რატომ ეხვეოდნენ გარშემო ყოველთვის.
- ძილი ნებისა, ეკატერინე... - რამდენიმე წამის მერე შეძლო აზრზე მოსვლა. ფრთხილად მომშორდა და ოდნავშესამჩნევი არეული ნაბიჯით წავიდა კარისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები