ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ავტ2
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2017


დოდიკა

- მამამ და დედამ ისევ იჩხუბეს. უყვირიან ერთმანეთს, თუმცა მე არ ვიცი რატომ. ალბათ გააბრაზეს ერთმანეთი. დედამ დოდიკასთან წამომიყვანა საცხოვრებლად. არ ვეკითხები რატომ ვართ აქ და რამდენ ხანს ვიქნებით. დოდიკა ძალიან მიყვარს. ძალიან მკაცრი ხმა აქვს, მაგრამ ძალიან კეთილია. დილაობით ვეძახი ხოლმე და ლოგინში გემრიელი პეჩენიები მოაქვს. დოდიკასთან საძინებელში გასვლა მეშინია. ტანსაცმელების დიდი საკიდი დგას, რომელსაც ზემოდან მომრგვალებული რქები აქვს. თუ მიწევს მაგ საძინებელში შესვლა, ვცდილობ, რომ არ ავიხედო ზემოთ, რომ მისი რქები არ დავინახო. დოდიკა "ვირისთავოს" მეძახის მე კი მეცინება. დოდიკა ჩემი ბაბუ არ არის, მაგრამ ჩემი ბაბუსავით არის. მგონი ბაბუს ძმა არის, მარა ბაბუს არ ვეძახი. ვეძახი დოდის.
გუშინ, რომ შევიხედე მაგ ოთახის ფანჯრის რაფაზე ცისფერ სახიანი თავი დავინახე, შუბლზე საათი ეკეთა. ჩემს დედიკოს ვუთხარი, ნახე კაცის თავი მეთქი და შემდეგ ექიმებს გამოუძახა. ძალიან შეშინებული სახე ქონდა. არ ვიცი, რატომ შეეშინდა, მე არ შემშინებია, ან რისი უნდა შემშინებოდა? ექიმებმა წამიყვანეს. ბოროტები იყვნენ. დედაჩემს არ უშვებდნენ ჩემთან. ვტიროდი და მეშინოდა... (1986 წელი)

არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, არც არასდროს მიყვარდა. ყოველთვის უაზროდ ვატარებდი ამ დღეს. არადა ერთის მხრივ გასახარია, რომ დაიბადე, მაგრამ მეორეს მხრივ ყოველი მომდევნო დაბადების დღის თარიღი უფრო და უფრო უახლოვდება იმ თარიღს, რომელსაც შენსავე საფლავის ქვაზე სულ მარჯვნივ წააწერენ... ხოდა რატომ უნდა გიხაროდეს სიკვდილის წელთან მიახლოება გაუგებარია.. მითუმეტეს, თუ ვერაფერი ღირებული ამ ქვეყნად ვერ შექმენი და იმაშიც არ ხარ დარწმუნებული მიგიღებენ თუ არა "იქ, ზემოთ"...

დოდიკასთან ერთად მოვდივარ ქუჩაში. ვიღაც კაცები ერთ კაცს სცემენ. დოდიკა პირდაპირ მათკენ გაექანა და გადაეფარა იმ ერთს, დანარჩენს კი უყვიროდა, კაცები არა ხართ, ქართველები არა ხართო?!?
რომ დამთავრდა ყველაფერი მოვიდა ჩემთან და ანერვიულებულმა მითხრა, ჩვენ, რომ ახალგაზრდები ვიყავით ერთი ერთზე ვჩხუბობდითო და თან სილებით (გაშლილი მტევნით), რომ მუშტებით ერთმანეთი არ დაგვეზიანებინაო, ესენი კი... ამოიოხრა დოდიმ და სიგარეტს მოუკიდა.. მეც სილებით ვიჩხუბებ, გავიფიქრე მე...(1989 წელი)

2006 წლის 10 მაისია. ჩემი დაბადების დღეა. არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე. როგორც ყოველთვის ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ დღეს უფრო განსაკუთრებულად ცუდზე, რათგან მხარზე მადევს დოდიკას კუბო და მივასვენებ მისთვის გათხრილი საფლავისკენ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები