ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 აგვისტო, 2016


მონოლოგი

ღამენათევი დღეებია,
ქარის აურა,
შემომატარა მარტოობამ
სევდის საუფლო,
რა უსაშველოდ მიყვარდი და
რა უცნაურად
გაბავშვებული შევხაროდი
შენთან საუბარს.

ათასი ცოდვა-მადლით სავსე,
მაინც ცარიელს
დამსგავსებია გულის სახლი,
კარიბჭე, ეზო...
შენთან ლახავდა ჩემი სული
ხორცის ბარიერს
და თითო ფიქრის დიალოგად
ქცევა შეეძლო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები