მტვერი აუვუდა ქალაქს, დაშრა ყველა ჭა და გუბე, უბეში ჩავისვი ყვავი, სული შევუბერე, ცხელა... ასეთი წესი გვაქვს ქალებს, გადავარჩინოთ ყველა. მტვერი აუვიდა ქალაქს, ხვატი წვავს ამომშრალ გუგებს, ყრანტალებს, ყრანტალებს ყვავი, ებღაუჭება უბეს. ვასვი და ვასვი წყალი, ვაჭამე ჭყინტი ყველი, ასეთი წესი გვაქვს ქალებს, გადავარჩინოთ ყველა. მტვერი აუვიდა ქალაქს, დაშრა ყველა ჭა და გუბე... სიზმარი ვნახე ავი, თავზე დამჩხავის ჩემი, შემოხიზნული ყვავი... ვარ მიუსაფარი მწირი, მგზავრი ატანილი წერას, ასეთი წესი გვაქვს ქალებს, გადავარჩინოთ ყველა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. უბეში ჩავისვი ყვავი... 5.
უბეში ჩავისვი ყვავი... 5.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|