მე მკვლელი ვარ, როგორც კი შენი არსებობის შესახებ გავიგე მაშინვე გადავწყვიტე, რომ უნდა მომეკალი, ეს ყველაზე ცუდი გრძნობა იყო, იმ გრძნობებს შორის რომელიც ოდესმე განმიცდია. შენს გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში, უპატრონო ძაღლის სუნი ჰქონდა, მეზიზღებოდი, მეზიზღებოდა შენი ტირილი, რომელსაც პირველად სამშობიარო მაგიდაზე მიჯაჭვული გავიგონებდი, მძულდა შენი რძით დასვრილი ტუჩები, სევდიანი გამოხევა, შენი წყლიანი, მკრთალი თვალები, შენი პატარა თითები, რომლებიც სიცოცხლეს ებღაუჭებოდა. მძულდა შენი სხეული , რომელსაც სულ მალე პულსაცია გაუჩნდებოდა, მძულდა შენი ყველა ნაკვთი, იმიტომ რომ ყველა ჩემი იყო. მე მეკუთვნოდა. როცა ჩემს სხეულში შენი ბოლო გაფართხალება და ფეხებს შორის თბილი სითხე ვიგრძენი, მაშინ პირველად გავიაზრე ჩემი დანაშაული და ავტირდი. მაშინ პირველად მივხვდი, რომ შენი სიყვარული სულ სხვა იყო, ყველა სხვა სიყვარულზე უფრო დიდი და ძლიერი, ყველა სხვა სიყვარულზე უფრო მყარი და უსაფრთხო. მივხვდი არც ისე მძულდი, რომ ასე გამემეტებინე. შენი სიკვდილის მერე მესიზმრები, ხშირად მაღვიძებდა შენი ტირილის ხმა, ვხედავდი შენს ცრემლიან თვალებს, ვხედავდი შენს თითებს , რომელიც სამჯერ უფრო მოკლე იყო, ვიდრე ჩემი თითები, ამ სიზმრებს წითელი ეშმაკების ფერი და დამპალი ვაშლის სუნი ჰქონდა. ყოველღამე ვდგებოდი და გიყვებოდი ზღაპარს. მონსტრებისგან შეშინებულს ჩემთან გაწვენდი და შენც მშვიდად იძინებდი, დედასთან ერთად , რომელმაც არ იცი რომ შენ მოგკლა, რომელიც ყველაზე უფრო დიდი მკვლელია ვიდრე სხვა დანარჩენი. შენ მთვარეს ჰგავხარ.მასავით თორმეტ ნაწილად დაჭრილი და განადგურებული ხარ. შენი სიკვდილი დაშლას ჰგავს, თორმეტ მტკივნეულ ნაწილად დაშლას. მიყვარხარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ვეთანხმები ყველა კომენტარის ავტორს! 5 ვეთანხმები ყველა კომენტარის ავტორს! 5
5. როცა ჩემს სხეულში შენი ბოლო გაფართხალება ? თემა მძიმე. როცა ჩემს სხეულში შენი ბოლო გაფართხალება ? თემა მძიმე.
4. საშინლად მშვენიერია! 5 საშინლად მშვენიერია! 5
3. მადლობთ, მადლობთ. მადლობთ, მადლობთ.
2. ბეწვის ხიდზე გაიარა ავტორმა აქ.
და შეძლო...
ბეწვის ხიდზე გაიარა ავტორმა აქ.
და შეძლო...
1. შემძრა. აქ ბევრი რამ წამიკითხავს აბორტზე, მაგრამ ამან შემძრა. პირველად ვიგრძენი, რომ ამ მკვდარი მონიტორიდან ენერგია გადმოდის.
ყველა სიტყვა ნამდვილია, ყველა ფრაზა გულზე გხვდება. აქ ხშირად გვატყუებენ ლექსისთვის შეთითხნილი ყალბი ტკივილებით, ვითომ მსოფლიოს სევდა რომ აქვთ აკიდებული და "აღარ იციან რა ქნან."
"შენს გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში, უპატრონო ძაღლის სუნი ჰქონდა." "სიზმრებს წითელი ეშმაკების ფერი და დამპალი ვაშლის სუნი ჰქონდა."
ესენი ძლიერი ფრაზებია. შემძრა. აქ ბევრი რამ წამიკითხავს აბორტზე, მაგრამ ამან შემძრა. პირველად ვიგრძენი, რომ ამ მკვდარი მონიტორიდან ენერგია გადმოდის.
ყველა სიტყვა ნამდვილია, ყველა ფრაზა გულზე გხვდება. აქ ხშირად გვატყუებენ ლექსისთვის შეთითხნილი ყალბი ტკივილებით, ვითომ მსოფლიოს სევდა რომ აქვთ აკიდებული და "აღარ იციან რა ქნან."
"შენს გამოჩენას ჩემს ცხოვრებაში, უპატრონო ძაღლის სუნი ჰქონდა." "სიზმრებს წითელი ეშმაკების ფერი და დამპალი ვაშლის სუნი ჰქონდა."
ესენი ძლიერი ფრაზებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|