ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2016


ვაჟის პასუხი ქალს

ქალავ! კარგად სთქვი სათქმელი,
ხელ მსურს მაგხვიო წელზედა,
ქარს გავატანოთ ნაღველი,
ერთურთს ვუმღეროთ მთებზედა.

ქალავ! ნუ დაიმორცხვები,
ხელს თუკი მაგხვევ წელზედა,
ხარ თვით ყოილი ოცნების,
ახლა შაგსვამდი ცხენზედა.

მაგიტაცებდი ერთასა,
გადაგიწვენდი მკლავზედა,
გაგიქარწყლებდი სევდასა,
ამ ლამაზ ქვეყანაზედა.

დავაყენებდი ოხერი
კოცნების კორიანტელსა,
ლექსებს გეტყოდი ჩოხელის,
სიცოცხლეს რო გიმატებსა.

მევე შაგხსნიდი საკინძეს,
ჰო, გემთხვეოდი მკერდზედა,
უყვარდა ვით არსაკიძეს,
მეც გავაფრენდი შენზედა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები