როცა სხვები წიგნს კითხულობდნენ, ის გარეთ გადიოდა და ბირჟაზე იდგა. მისი ტოლები ნაყინს ვერ ჭამდნენ დამოუკიდებლად, იმ ასაკში ის მყინვარწვერზე ასვლაზე ოცნებობდა, წრიაპებიც კი იყიდა და თექვსმეტი წლისა, ნაჩუქარი ასლარიანით ყაზბეგამდე მარტო ჩავიდა, მისი კლასელები სკოლის გაცდენას ვერ ბედავდნენ, როცა თვითონ შეყვარებულის შესახვედრად უთენია დგებოდა , რომ წვიმიან დილას ორმოცდაათი კილომეტრი ავტობუსით გაევლო და მის თმებს შეხებოდა... ცამეტი წლის ბიჭის საწოლი ცარიელი რომ ხვდებოდა, ჭკუიდან იშლებოდა დედა. ჭიშკრის ხმასაც ვერასდროს იგებდა, პირდაპირ ღობიდან გადადიოდა. ცრემლებიც უყლაპია, სადაც ძალა ვერ გასდიოდა.(ღამეები არ ეძინა, ჭერზე აწებებული ხოჭოს დარდით...) შვილი წლისა მდინარეზე მარტო თევზაობდა...(თევზი არც მაშინ და არც არასდროს უჭამია) ველოსიპედისა და მანქანის ტარება ერთდროულად, მეოთხე კლასამდე ისწავლა... როცა ცოდნა უნდა მიეღო, ლუდით ხელში ღამეებს ათენებდა...
სკოლაში სხვისი ლექსების ნაცვლად საკუთარს ყვებოდა... დილით წვებოდა და ღამის ცხოვრებას ეთელებოდა... დაბადებიდანვე სხვანაირი იყო...ფეხზეც სხვანაირად გაიარა...არ იტყობდა. მშობლების ჩიჩინი - "არ შეიძლებასი"- ამწარებდა და ჩარჩოს გარღვევას ცდილობდა. ჩვეულებრივი არც ვარცხნილობა ჰქონია როდესმე და არც ტანსაცმელი. კბილებით იბრძოდა, სხვანაირი ყოფილიყო...
დღეს კი... დილით სამსახურში ცხრაზე მიდის, თავდაუზოგავად შრომობს, გვიან ღამით საკუთარი მანქანით ბრუნდება, ცოლს და შვილს ჩაეხუტება და დაღლილი იძინებს. ლუდსაც კი იშვიათად სვამს.
უკვე ჩვეულებრივი ხარ. დედაშენს კი უხარია და ამით ამაყობს. მაპატიე შვილო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როგორ ჩუმად წერ შეენ თან საინტერესო რამეებს. როგორ ჩუმად წერ შეენ თან საინტერესო რამეებს.
2. ძალიან კარგია! 5 ძალიან კარგია! 5
1. მართლა კარგი იყო. დაე ყველა დედას ეამაყოს შვილით. მართლა კარგი იყო. დაე ყველა დედას ეამაყოს შვილით.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|