ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
19 აგვისტო, 2016


როცა ერთმანეთს ისევ შევხვდებით

ასე უბრალოდ, ასე მარტივად,
სიტყვის უთქმელად წახვედი ჩემგან,
ნატკენი გული უფრო ამტკივდა,
მაინც ყოველდღე დაგეძებ ყველგან.

თუმც არსად სჩანხარ, გიპოვნი მჯერა,
იშრიალებენ ჩვენი ვერხვები,
და აინთება ჩამქრალი კერა,
როცა ერთმანეთს ისევ შევხვდებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები