ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2016


ნაკეისრალი ლექსი

ვწვები და აჰა,  მიჭირს უკვე თვალის გახელა.
ყველა წავიდა... მე ჰაერსაც სამადლოდ ვითხოვ.
ჯერ მაჯისცემა, მერე გრძნობა გამინახევრდა,
და მწვანე ფარდამ ტანი თითქოს ორად გამიყო.
საათი 3...  მოვასწარი თვალის შევლება,
სულელურ კითხვებს მისვამენ და არ მსურს პასუხი.
ო, ღმერთო, ნეტავ გულზე ჯვარი მაინც შემება,
საუკუნეა რაც აქ ვწევარ, ალბათ გასული...
მარცხენა მკლავით ჩავებღუჯე წნევის აპარატს,
სულ ცოტა წყალი, (ერთი წვეთი) მექცა ოცნებად,
აი, უეცრად დავინახე ჩემი პატარა,
(წამი, რომელიც სიკვდილამდე მემახსოვრება...)
-რატომ არ ტირის?ვიკითხე და ისიც ატირდა,
თითქოს ძარღვებში დაწყვეტილი სისხლი გაუშვეს.
ახლა უსაკნოდ, ამ საწოლის ვგავარ პატიმარს
და ფიქრში ვუქსოვ ჩემს პატარას ფერად ფაჩუჩებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები