ასეა ხოლმე: მე, შეყვარებულს, შენს დანახვაზე აღელვებულს, მავიწყდება, რა მსურდა მეთქვა. ვერ ვუმკლავდები გულს, - აჩქარებს, ახშირებს ფეთქვას. თუმცა ერთად ვართ უკვე წლებია. გთხოვ, მაპატიო, შინდაბრუნებულს უსაგნოდ რომ გეკამათები, რადგან... ხანგრძლივი საუბარი მომნატრებია.